ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისრაელთნ თანამშრომლობას
28-01-2014, 20:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში დასრულდა. პრემიერმა ვიზიტს წარმატებული უწოდა.

 

მისი განცხადებით, საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ამოქმედება ერთგვარი გარანტია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების.

 

"დღეს გავაფორმეთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ეკონომიკური კომისიის შექმნის თაობაზე. შემდგომი ეტაპი იქნება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ეს არის ისტორიული შემთხვევა, პირველად გაიმართა ეკონომიკური კომისიის საბჭოს შექმნის თაობაზე სხდომა"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის განმარტებით, ისრაელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

 

"ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისრაელთნ თანამშრომლობას მთელ რიგ საკითხებში, როგორიც არის ეკონომიკური, კულტურული, უსაფრთხოების და სხვა საკითხები. დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. იყო ძალიან საინტერესო იდეების გაცვლა, საინტერესო შემოთავაზებები, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის თქმით, მას გუშინ ჰქონდა შეხვედრა ინვესტორებთან და მათგან მრავალი წინადადება მიიღო. ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ მარტში ისინი საქართველოს ესტუმრებიან და ადგილზე გაეცნობიან ქართულ საინვესტიციო გარემოს.

 

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გარდა ეკონომიკური საკითხებისა, საქართველოს და ისრაელს სხვა სფეროებშიც აქვს თანამშრომლობის გეგმები დასახული.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ეს წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. გასულ წელს ისრაელის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ისრაელ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და ეს იყო გამოცხადებული ნდობა ახალი მთავრობისადმი ისრაელის მხრიდან"- განაცხადა პრემიერმა.

 

ისრაელში ოფიციალურ ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს, პრეზიდენტ შიმონ პერესს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა.

 

დღესვე, საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოსა და ისარელის პრემიერ-მინისტრების ირაკლი ღარიბაშვილისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა. ქართული მხრიდან მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ხოლო ისრაელის მხრიდან - ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა მოაწერა ხელი.

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/36048-gharibashvili-chven-gansakuthrebul-mnishvnelobas-vanitcebth-israelthn-thanamshromlobas.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი