"სააკაშვილიზმის" - პოლიტიკურ დამარცხებაზე მეტად, მნიშვნელოვანია მასზე მორალური გამარჯვების მოპოვება"!
29-07-2014, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, უკვე მეორედ, მოითხოვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მ.სააკაშვილის დაკითხვა, მოწმის სახით... ამასთან დაკავშირებით, ნაცმოძრაობის ლიდერები და ფანები აცხადებენ, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის "დაკვეთით" და რომ ამას, იგი აკეთებს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის საამებლად...

 

 

მოკლედ, "ნაცები" ყველაფერს კადრულობენ... სიმართლე კი ის არის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში ჩატარებულ სამივე არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" პირწმინდად დაამარცხა სააკაშვილის "ნაცმოძრაობა" და ამით, ღრმა პოლიტიკურ ნოკაუტში ჩააგდო ის, საიდანაც ვეჭვობ, რომ "ნაცმოძმა" შეძლოს "თავის დაძვრენა" და ფეხზე დადგომა. სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია 1–2 წელიწადში შეწყვეტს არსებობას, ან გადაიქცევა მარგინალურ–კრიმინალურ ძალად, რისი ნიშნებიც შეიმჩნევა, მით უმეტეს, რომ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მათი ლიდერებისთვის დამახასიათებელი იყო კრიმინალური გადაცდომები!.. ამჯერად, "ნაცმოძის" და მისი ლიდერის სააკაშვილის "მოღვაწეობის" პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარეზე არ ვისაუბრებ, ისედაც ბევრი ითქვა, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ მარცხზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მორალურ–ზნეობრივი დამარცხება, რადგანაც ამ მხრივ მათ უმძიმესი კვალი დაამჩნიეს ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ყოფას!

 

 


დიახ, მათი "პოლიტიკა" მოყვასის სიყვარულზე კი არა, მოყვასის სიძულვილზე იყო დაფუძნებული, განსაკუთრებით იმ ქართველების წინააღმდეგ, ვისაც ვაჟკაცობა და თავისუფლება "შუბლზე ეწერათ" და ამას მათ გამოხედვაში ამჩნევდნენ, უმალვე აამუშავებდნენ ხოლმე დაშინების, "დაჩმორების", არაკაცებად ქცევის სატანურ (სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ!) მანქანას და, როცა მიზანს აღწევდნენ, მანქურთებივით ხარობდნენ!

 

 

დღეს, "ნაცმოძი" პოლიტიკურად მიწასთან გასწორებულია, თუმცა მაინც იგესლებიან,მაგრამ არ ესმით, რომ "შხამი" უკვე ვადაგასულია და საფრთხეს არ წარმოადგენს. მხოლოდ მათვე ავნებს იგი და ვერც ამას მიმხვდარან, იმდენად დაუბნელად გონება სიძულვილმა, როგორ ოპონენტების მიმართ, ასევე ქვეყნისა და ხალხის, რადგანაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა ზურგი აქცია მათ, მეტიც, საზოგადოება ნაცლიდერების მკაცრად დასჯას ითხოვს და სამართლიანობის აღდგენას, კანონიერების ფარგლებში!

 

 

რა ვქნათ ქართველებო, როგორ მოვიქცეთ? უპირველეს ყოვლისა, "ნაცებს" არ უნდა დავემსგავსოთ, ბოროტება და სიძულვილი გულთან არ უნდა გავიკაროთ! ქართველი ერის სიძლიერე ქვეყნის სიყვარული, სიკეთის კეთება და ჩვენი ერთსულოვნებაა, რაც ზნეობრივად გამოგვარჩევს, სააკაშვილის მორალურად გადაგვარებული და გახრწნილი ნარჩენებისაგან!.. იერუსალიმში, ჯვრის მონასტრის იატაკზე - ლითონის დისკოზე, საქართველოსთვის დღემუდამ მლოცველმა ქართველებმა ასეთი შინაარსის წარწერა დაგვიტოვეს - "დექით მტკიცედ და შეურყევლად"! ჩვენი გამარჯვებაც ნაცების ამორალურ ძალაზე, ჩვენს სიმტკიცეში, რწმენაში და ზნეობაშია!

 

 

დიახ, სამიოდე წლის წინათ, ჩვენი საზოგადოება ლამის უიმედო მდგომარეობაში იყო, არადა ხედავდა მაშინდელი ხელისუფლების ყოვლად გახრწნილ პოლიტიკურ სახეს, რომელიც დაფუძნებული იყო - უზნეობაზე, ძალადობაზე, სიცრუეზე, პირად მომხვეჭელობაზე, მოსახლეობის დაშინებაზე. დიახ, სააკაშვილის რეჟიმი უზნეობის განსახიერება იყო და ასეთი მმართველობა, როგორი "წარმატებებიც" არ უნდა ჰქონოდა მას, თუ იგი ამ ქვეყნის თავისუფალი ნების მოქალაქეების ღირსებაზე, სამართლიანობაზე არ იქნებოდა დაფუძნებული, ხუხულასავით დაინგრეოდა ადრე თუ გვიან და მადლობა ღმერთს, რომ ასეც მოხდა!.. სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის ზნეობას ბოლო ადგილი ეკავა, სამართლიანობაზე საუბარიც ხომ ზედმეტი იყო!.. ყოველივე ეს, უარყოფითად აისახა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე და ეს უცხადესი გახდა იმ დღეებში, როცა ყველამ ვიხილეთ ციხეში გადაღებული ამაზრზენი წამებისა და ადამიანური ღირსების შემლახველი კადრები, რამაც უზნეობაზე ნაგები "ეფექტიანი" ხელისუფლების ყოფნა – არყოფნის საკითხი დღის წესრიგში დააყენა!.. გახსოვთ, რომ ამას მოჰყვა სტუდენტი ახალგაზრდობის და ქართული საზოგადოების უმწვავესი რეაქცია, ასეთ ამორალურ ატმოსფეროში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა!

 

 

მესამე წელია, რაც საქართველოში საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ზნეობრივი პროცესების კრისტალიზაცია, გაჯანსაღება დაიწყო, დიახ, საქართველო სულიერი, მორალური და პოლიტიკური კათარზისის პროცესშია! მერწმუნეთ, რომ საქართველოს აწმყოსა და მომავლისთვის, – "სააკაშვილიზმის" პოლიტიკურ დამარცხებაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება, მასზე მორალური გამარჯვების მოპოვებას!.. უწინარესად ამიტომ, თუ გამოძიება მიიჩნევს საჭიროდ, მაშინ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად უნდა წარსდგეს თავისუფალი სასამართლოს წინაშე!!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი