ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები ვერ შესრულდა
29-01-2014, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო 4 რეისი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ვერ მიიღო ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი და ის ქუთაისში დაეშვა.


"პეგასუსის" ლაინერი სტამბულიდან არ გამოფრინდა, ხოლო ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსის" თვითმფრინავი უკან, სტამბულში დაბრუნდა.
თბილისიდან ანკარაში გადაფრინდა და მიუნხენში დაბრუნდა ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" რეისიც.


გადაიდო ის რეისებიც, რომლებიც თბილისიდან უნდა შესრულებულიყო. როგორც მგზავრები აღნიშნავენ, აეროპორტში განუცხადეს, რომ გადადებული რეისები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ შესრულდება. მგზავრების ნაწილმა ბილეთები უკვე გადაცვალა.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გადადებული რეისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/268075-thbilisis-aeroporti-sheferkhebith-mushaobs.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი