რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად წირვა აღევლინა
08-08-2014, 07:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის პატივსაცემად წირვა აღევლინა.

 


წირვის შემდგომ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

 


დაღუპულთა ხსოვნას პატივი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ მიაგეს. ტაძარში იმყოფებოდნენ ასევე დაღუპულათა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.

 


გენერალური შტაბის უფროსმა 2008 წლის ომში დაღუპულთა გმირობაზე ისაუბრა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც, ყველა ქართველი ამ ბიჭების სულების მოსახსენიებლად ერთიანდება.

 


"მე მოხარული ვარ, რომ სასაფლაოზე და მათი სახელობის ეკლესიებში ხალხის ნაკადი არ წყდება. ეს ნიშნავს, რომ არაფერი და არავინ არის დავიწყებული",-განაცხადა კაპანაძემ.

 

 

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 2008 წელს გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით შენდება. ეკლესიის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი