"სააკაშვილს, – ლინკოლნის, რუზველტის, კენედის და რეიგანის "მოწერილი წერილიც ვერ უშველის" და იგი ვალდებულია მისცეს ჩვენება"!
08-08-2014, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო, თუ არის დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ, აშშ–ს ისტორიაში, ყველაზე პოპულარულმა პრეზიდენტებმაც, – აბრაამ ლინკოლნმა, ფრანკლინ რუზველტმა, ჯონ კენედიმ და რონალდ რეიგანმა, რომ "მოიწერონ იმ ქვეყნიდან" სააკაშვილის მხარდასაჭერი უსტარი, იგი როგორც ბრლდებული მაინც უნდა დაიკითხოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ორგანოების მიერ და წარსდგეს თავისუფალი სასამართლოს წინაშე!

 

 


სწორედ ეს ჭირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არა ის, რომ სააკაშვილს და "ნაცმოძის" სხვა ლიდერებს ეპატიოს ის დანაშაულებები და ძალადობა, რომელსაც ისინი ჩადიოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მთელი 9 წლის მანძილზე! ამიტომ, ვერანაირი ბარათები მოწერილი ოკეანისგაღმიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ცალკეული სენატორების თუ კონგრესმენების მიერ, აგრეთვე, სააკაშვილის და "ნაცმოძის" გულშემატკივარი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, თხოვნითა თუ შეფარული მუქარით, რომ სააკაშვილზე "ხელის ხლება არ შეიძლება", ვითომდა იმიტომ, რომ ამით – "დემოკრატიული და დასავლური განვითარების გზას ავცდებით" ქართველები, წარმოადგენს სრულ ბლეფს, დემაგოგიას და მცდელობას იმისა, რათა მოძალადე სააკაშვილს და მის ავანტიურისტ გარემოცვას თავიდან ააცილონ დამსახურებული სასჯელი!.. ხოლო, დასავლელი ზოგიერთი პოლიტიკოსის ის მოსაზრება, რომ სააკაშვილის და "ნაცმოძის" სხვა ლიდერების პასუხისგებაში მიცემა დააზარალებს "ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პრეცედენტს", გახლავთ "თითიდან გამოწოვილი" და ამავდროულად, დემაგოგიის ელემენტების შემცველი! მეტიც, საქმე ის არის, რომ სწორედ, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა და დანაშაულზე პასუხისარგება, წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის, რომლის კონსოლიდირებისათვის არის საჭირო კანონის უზენაესობა და სამართლიანობის პრინციპის განხორციელება ყველასთვის, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი 

 

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   Gia
      
სრულიად ვეთანხმები გამოთქმულ მოსაზრებას!
ყველა დამნაშავე,"ნულოვანი ტოლერანტულობის" პრინციპით, პასუხისმგებელია კანონის წინაშე.
10 აგვისტო 2014 22:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი