აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის იმედი აქვთ
11-08-2014, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი დროში გაიწელა და მისი სწრაფად გადაწყვეტის წინადადებით გამოდიან, რაშიც რუსეთის დახმარების იმედს გამოთქვამენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

 

 

"არსებობს მოლაპარაკებათა ფორმატი, იურიდიული ბაზა კონფლიქტის დასარეგულირებლად. გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალის უპირობო გასვლას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, გავიდა 20 წელზე მეტი, მაგრამ რეზოლუცია კვლავ ქაღალდზე დარჩა. ვფიქრობ, რომ რუსეთს, როგორც ჩვენი ახლო მეგობარს, პარტნიორსა და მეზობელს, რა თქმა უნდა, აქვს განსაკუთრებული როლი დარეგულირების პროცესში და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებათა გზით ვიპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია კომპრომისის საფუძველზე, რომელსაც ეუთო-ს თანათავმჯდომარეები სთავაზობენ. 

 

 

"აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის გაერო-ს ოთხ რეზოლუციას ეფუძნება, მაგრამ კითხვა მაქვს ბატონ ალიევთან: ამ რეზოლუციებიდან რომელი პუნქტი შეასრულა აზერბაიჯანმა? ერთადერთი ამ პუნქტების შემსრულებელი სომხეთია, რომელიც გამოიყენა თავისი გავლენა ამ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. თუკი ჩვენ დავუბრუნდებით 90-იანი წლების დასაწყისის მოვლენებს, ვფიქრობ, ერთის მხრივ, კარგი იქნება, მეორეს მხრივ კი რაღაც გაიწელება... თუკი გავაგრძელებთ ერთმანეთისთვის დაბრალებას, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი კიდევ დიდ ხანს ვერ გადაიჭრება", - განაცხადა სარგსიანმა, რომელმაც ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მომართულია ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად.

 

 

ალიევი-სარგსიანი-პუტინის სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად გუშინ, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში "ბოჩაროვ რუჩეიში" გაიმართა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი