ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტი შეაფასა
28-09-2014, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან ნაყოფიერი, სასარგებლო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

 

მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა.

 


„გამოსვლისას შევეხე აბსოლუტურად ყველა საკითხს - შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ეკონომიკურ მდგომარეობას, იმ განვითარებასა და რეფორმებს, რომელსაც მივაღწიეთ მოკლე დროში, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო ვიზიტი. ბევრი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა და მოლაპარაკებები გვქონდა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ ლტოლვილებთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა საუდის არაბეთმაც და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ დიდი წინსვლა აქვს.

 


პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით მსხვილი ამერიკული კომპანია AECOM-ი დაინტერესდა.

 


„ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. გუშინდელ გამოსვლაში შემთხვევით არ დავუთმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი აბრეშუმის გზის განვითარებას. ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმაჩნია, რომ ის იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი