საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ნიუ–იორკში სწავლობენ. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა.
ახალგაზრდებმა პირადად პრემიერ–მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ სტუდენტები. მათი თქმით, საინტერესო საუბარი შედგა და ირაკლი ღარიბაშვილმა მათ კითხვებს გულწრფელად უპასუხა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ–მინისტრის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.