აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სააკაშვილზე სამუშაო ვიზის გაცემის თაობაზე კომენტარი გააკეთა
01-10-2014, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ი ეხმაურება ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა.

 


„ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არც ადასტურებს და არც უარყოფს ცნობას, რომელიც ქართულ მასმედიაში გავრცელდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ისეთი ვიზის მიღებაზე, რომელიც მას აშშ-ში მუშაობის უფლებას მისცემდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი - დიმიტრი კირსანოვი).

 

 

როგორც დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დრიუ ბეილმა აცნობა, „აშშ-ის იმიგრაციისა და მოქალაქეობის კანონის 222-ე „F“ სექციის თანახმად, კონკრეტული სავიზო საქმეთა დეტალების გამჟღავნება აკრძალულია“.

 


სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელს არავითარი დამატებითი კომენტარები მიხეილ სააკაშვილის ვიზასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი