"მინდა, ოთხი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ" – კვირიკაშვილმა შვეიცარიაში ოფიციალურ ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა
28-06-2016, 00:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

EFTA-მ და საქართველომ, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს თავისუფალი ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერის შედეგად; ეს ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ ინვესტიციებს, მეტ ტურიზმსა და ასევე, მეტ ქართულ ღვინოს EFTA-ს ქვეყნებში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავ ოფიციალურ ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს.

 

 

პრემიერმა საღამოს შვეიცარიას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროში საქართველოს ახალ პარტნიორებზე ისაუბრა.

 


"ზოგადად, მსგავს მიღებებზე მე ვამბობ რამდენიმე სიტყვას და ვასრულებ სადღეგრძელოს წარმოთქმით. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ EFTA ოთხ სხვადასხვა სუვერენულ სახელმწიფოს აერთიანებს, მინდა, ოთხი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. თითოეული მათგანი ეძღვნება საქართველოს ახალ პარტნიორებს თავისუფალი ვაჭრობის სფეროში.

 


პირველ რიგში, მინდა მივმართო ჩვენს მასპინძლებს - შვეიცარიას. მარადიული დიპლომატიური შუამავალი, შვეიცარია საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აქტიური მონაწილეა. დღეს ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა კულტურა, გარემოს დაცვა, ტურიზმი და რა თქმა უნდა, ბიზნესი. მოუთმენლად ველი საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმს, რომელიც ხვალისთვისაა დაგეგმილი.

 

 

პირველ რიგში, მინდა ვადღეგრძელო შვეიცარია! ახლა, ყურადღება მინდა მივაპყრო ლიხტენშტაინს. საქართველო-ლიხტენშტაინის ურთიერთობა ნელ-ნელა იწყებს განვითარებას, ამის ნათელი მაგალითია ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც გასულ კვირას შედგა თქვენს ქვეყანაში. ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და განათლების დარგებში თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს.

 

 

მინდა ვადღეგრძელო ლიხტენშტაინი! რაც შეეხება ნორვეგიას, ეს ქვეყანა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ენერგეტიკის დარგში, თუმცა ჩვენი ურთიერთობები აღნიშნულ სფეროს მნიშვნელოვნად სცდება. ნორვეგია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით, ერთ-ერთი პიონერია. იგი უმნიშვნელოვანეს დახმარებას უწევს საქართველოს, სასამართლო და განათლების დარგებში რეფორმის გატარების თვალსაზრისით. მესამე სადღეგრძელოთი, მინდა, ნორვეგიას მივმართო!

 

 

მეოთხე - ისლანდია. ჩვენ, ისლანდიასთან ბიზნესურთიერთობების გაღრმავების ძლიერი ინტერესი გვაკავშირებს, რაც, დიდწილად საქართველო-ისლანდიის ბიზნესფორუმების - ჩვენი ბიზნესსაზოგადოებების შეხვედრების მეშვეობით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, ვადღეგრძელოთ ისლანდია, თქვენი საფეხბურთო გუნდის შესანიშნავი თამაშის ხსენების გარეშე. გილოცავთ, ისლანდია და გისურვებთ წარმატებას დღეს საღამოს!

 

 

და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია სადღეგრძელოს დასრულება საქართველოს ხსენების გარეშე; უნდა ვადღეგრძელო ჩემი უმშვენიერესი ქვეყანა და ასევე, ჩვენი მეგობრობის განახლება EFTA-სთან. გაუმარჯოს ჩვენს ერთობლივ წარმატებულ მომავალს!", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის ინგლისურად წარმოთქმული სიტყვის თარგმანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს სამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 5
#5   კახა
      
ველოდები შედეგს!
30 ივნისი 2016 04:44
#4   elene
      
მეამაყებით ბატონო პრემიერო.ვიცი საზღვარგარეთ თქვენი სირბილით და კონტექსტიდან ამოვარდნილი საუბრით არ შეგვარცხვენთ.(ზოგიერთებივით)
29 ივნისი 2016 06:26
#3   სოფო
      
მოგესალმებით, რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ ერთა შორის ყველაზე ჭკვიანი, ადამიანური, განათლებული და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პრემიერი ყავს საქართველოს!
ბატონო გიორგი ვამაყობ თქვენით!
მადლობთ რომ არსებობთ ჩვენი ქვეყნის საიმედოდ!
29 ივნისი 2016 01:43
#2   შორენა
      
ბრავო!!!

ბრავო!!!
28 ივნისი 2016 11:17
#1   lasha
      
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო! ყველა ქართველს ისე გაუმარჯოს როგორც თავისი სამშობლო უყვარდეს...მადლობა ბატონ პრემიერს, როგორც პირველ რიგში ადამიანს და ასევე როგორც თანამდებობის პირს, რომლისთვისაც თანამდებობა პირველ რიგში პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ქვეყნისა და ერის წინაშე..ღმერთმა გააძლიეროს ბატონი გიორგი!
28 ივნისი 2016 10:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი