ღარიბაშვილი ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას შერიგების პროცესის ხელისშემშლელად მიიჩნევს
04-10-2014, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიერ გუშინ (3 ოქტომბერი, 2014) გაჟღერებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა, ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ, შერიგების პროცესს არ დაეხმარება.

 

 

„ჩვენ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, არის ჩვენი ერის ტრაგედია. მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება და აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე. ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილი, რომ შერიგების პროცესი დაჩქარდეს და აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობა მზად არის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ შენდება მულტიფუნქციური საავადმყოფო, სადაც აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები უფასოდ მკურნალობას შეძლებენ; ასევე, შენდება მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რათა გაადვილდეს მიმოსვლა, აღდგეს ნდობა, სავაჭრო-კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობები.

 


„ჩვენ მათ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი ვპასუხობთ. თუმცა, მსგავსი ინიციატივები არ დაეხმარება ჩვენი შერიგების პროცესს, კიდევ უფრო აუარესებს და ართულებს მას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალ კანონზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება კარგად გააანალიზებს ახალი სავიზო პოლიტიკის შესაძლო ხარვეზებს და საჭიროების შემთხვევაში მათ გაასწორებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი