რომის პაპი: საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტი იმედისა და მშვიდობის ხელშესაწყობად გადავწყვიტე
01-07-2016, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

 

ამის შესახებ მან დღეს, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა.

 

 

"სამ თვეში გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაიჯანში. კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ვიზიტი გადავწყვიტე ქრისტიანული ფესვების დასაფასებლად და იმედისა და მშვიდობის ხელშესაწყობად“,-განაცხადა მან.

 

 

ფრანცისკე პირველის თქმით, მისი მეორე ვიზიტი კავკასიაში ხელს შეუწყობს რეგიონის ძველი ქრისტიანული  ფესვების აღიარებას.

 

 

„ისტორია გვასწავლის, რომ მშვიდობის გზა მოითხოვს დიდ გამძლეობასა და თანმდიმდევრულ ნაბიჯებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ყველა მათგანი თავის წვლილს შეიტანს მშვიდობასა და შერიგებაში“, - განაცხადა რომის პაპმა.

 

 

რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.

 



 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი