"რუსთავის წყალი" მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციას განაგრძობს
30-01-2015, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსთავის წყალი" მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციას განაგრძობს. კერძოდ კი, "რუსთავის წყალი" ჩათმის რეზერვუარის მკვებავ 700 მმ-იან მაგისტრალურ წყლის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. გუშინ საღამოს, "რუსთავის წყლის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ქალაქის სამრეწველო ზონაში, მაგისტრალურ მილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო. რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, გიორგი ცხადაძესთან ერთად, ახლად შეცვლილი ქსელის ძველ მაგისტრალთან მიერთების სამუშაო პროცესსაც დაესწრნენ. 

 


კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, "რუსთავის წყალმა", მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციის პროექტის წლევანდელი გეგმის ფარგლებში, 700 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, მწყობრიდან გამოსული 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. პარალელურად, კომპანიამ მოაწყო ახალი საკვანძო ჭები და დაამონტაჟა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. 

 


"რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის - გიორგი ცხადაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრალური წყალსადენი ბაქო-თბილისის რკინიგზის მაგისტრალურ ხაზს კვეთს, რთულად განსახორციელებელი იყო და მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო გათვლებსა და შესაბამისი სპეცტექნიკით უზრუნველყოფას მოითხოვდა. გიორგი ცხადაძის თქმით, კომპანიამ სამუშაოები ისე წარმართა, რომ სარკინიგზო მოძრაობა არ შეფერხებულა, რადგან სარკინიგზო ხაზის გადაკვეთა გაბურღვის მეთოდით მოხდა, ამასთან, მილსადენის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგისტრალის გარსაცმად 1200 მმ-იანი ფოლადის მილი იქნა გამოყენებული.

 


კომპანია "რუსთავის წყალის" ინფორმაციით, აღნიშნული 700 მმ-იანი მაგისტრალი, ჩათმის რეზერვუარს კვებავს და სასმელი წყლით ქალაქის მარჯვენა სანაპიროს, ე.წ. ახალი რუსთავს ამარაგებს. ავარიული დაზიანებები, რომელსაც მაგისტრალურ მილზე პერიოდულად ჰქონდა ადგილი, მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგებაში შეფერხებას იწვევდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული დაზიანებები მკვეთრად შემცირდება, რაც "რუსთავის წყალს" მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების საშუალებას მისცემს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი