აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. გამოცდა ორი დღე გაგრძელდება.
გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტების 3 საათი და 10 წუთი აქვთ განსაზღვრული.
აბიტურიენტებმა უკვე მონაწილეობა მიიღეს, 1-2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში.
საგამოცდო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება. ბოლო გამოცდის ჩაბარება ახალგაზრდებს ფიზიკაში მოუწევთ. წელს პირველად აბიტურიენტები გამოცდას ყველა საგანში, ნაწილობრივ, ელექტრონულად აბარებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.