"ნასას" თანამგზავრი, რომელმაც დედამიწა 5 წლის წინათ დატოვა, ორბიტაზე იუპიტერის გარშემო წარმატებით გავიდა
05-07-2016, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ წარმატებით გაიყვანა კოსმოსური რაკეტა ორბიტაზე იუპიტერის გარშემო. თანამგზავრ "ჯუნოს", რომელმაც დედამიწა 5 წლის წინათ დატოვა, რაკეტის ძრავიდან ცეცხლი უნდა გმოეშვა პლანეტაზე მიახლოებისას.

 


კოსმოსური ხომალდიდან გადმოცემულმა ტონის თანმიმდევრობამ დაადასტურა რომ მუხრუჭების მანევრირება ისე განვითარდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

 


რადიო გზავნილების მიღებას პასენაში (კალიფორნია), "ნასას" მისიის ცენტრში, დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა.

 

 

მეცნიერები გეგმავენ გამოიყენონ კოსმოსური ხომალდი პლანეტის ღრმა შიდა ნაწილის გასაგებად. ისინი ფიქრობენ, რომ მისი შიდა მხარეების სტრუქტურა და ქიმია წარმოადგენენ გასაღებს იმისა თუ რა გიგანტური სამყაროს ფორმირება მოხდა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინათ.

 


ინჟინრები წინასწარ აკეთებდნენ გამაფრთხილებელ განცხადებებს, რომ ძრავის ცეცხლის მოკიდების საფრთხე არსებობდა. არც ერთ წინა კოსმოსურ ხომალდს არ გაუბედავს ჩაევლო ასე ახლოს იუპიტერისთვის. მის მძლავრ რადიაციის სარტყელებს შესაძლებელი იყო გაენადგურებინა დაუცველი ელექტონიკები. ერთ–ერთი გათვლით, იყო იმაზეც საუბარი, რომ ორბიტაზე გასვლა ზეგავლენას მოახდენდა "ჯუნოზე" იმ დოზით, რაც მილიონობით სტომატოლოგიური რენტგენული გამოსხივების ტოლფასი იქნებოდა. მაგრამ კოსმოსური ხომალდი ტანკის მსგავსადაა აგებული, ტიტანიუმის დამცავი ელემენტებით და რაკეტის 35–წუთიანი დაწვის პროცესი როგორც ჩანს, დაბრკოლების გარეშე წარიმართა.

 


მაშინ როცა რადიაციის საფრთხე არსად არ წასულა, კოსმოსურმა რაკეტამ ახლა უნდა შეძლოს მოამზადოს მისი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ დაიწყოს გაგება, თუ რა ძევს იუპიტერის გაუმჭვირვალე ღრუბლების მიღმა.

 


სამშაბათს ორბიტაზე შესვლამ გაიყვანა "ჯუნო" პლანეტის გარშემო დიდ ელიფსში, რაც მხოლოდ 53 დღეს საჭიროებს, რომ დასრულდეს.

 


რაკეტის ძრავის მეორე დაწვა ოქტომბრის შუა რიცხვებში, ორბიტას შეკუმშავს მხოლოდ 14 დღეში. ეს იქნება დღე, როცა მეცნიერებს უკვე შეეძლებათ მუშაობის უფრო ინტენსიურად დაწყება.

 


ყოველი მიახლოებისას, "ჯუნო" გამოიყენებს თავის რვა დისტანციურად გადამცემ იარაღს – პლუს მის კამერას – დააკვირდეს პლანეტის ბევრ შრეს, რომ გაზომოს მისი კომპოზიცია, ტემპერატურა, მოძრაობა და სხვა თვისებები. პრიორიტეტი კი იქნება განსაზღვროს ჟანგბადის სიუხვე. ეს კი კავშირში იქნება იუპიტერზე წყლის ოდენობასთან.

 


"რა ოდენობის წყალი იქნება იუპიტერზე გვეუბნება ბევრ რამეს იმაზე, თუ სად ჩამოყალიბდა პლანეტა ადრე მზის სისტემაში", – ხსნის ჯგუფის წევრი კანდი ჰანსენი.

 


"ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუპიტერი შესაძლოა არ ფორმირებულა იქ, სადაც ის ახლა არის, და თუ კი ის ჩამოყალიბდა გაცილებით შორს ან ახლოს – ეს გვეტყვის ჩვენ ბევრ რამეს იმაზე, თუ როგორც ჩამოყალიბდა მზის სისტემა ზოგადად. "

 

 

იუპიტერი დედამიწაზე 11–ჯერ უფრო ფართოა და 300–ჯერ უფრო მასიურია

 

 

მას დედამიწის 12 წელიწადი ესაჭიროება მზისთვის წრის შემოსავლელად; "დღე" 10 საათის ხანგრძლივობისაა.

 

 

კომპოზიციურად ის ჰგავს ვარსკვლავს; იგი უმეტესად წყალბადი და ჰელიუმია

 

 

ზეწოლისას წყალბადი ელექტრონულად გადამცემი აირისებრი სითხე ხდება

 

 

დიდი წითელი ნიშანი არის გიგანტური ქარიშხლის მორევი –დედამიწაზე ორჯერ უფრო ფართო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი