ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში საქმე წინ არის წასული
31-01-2015, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში არის წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

 


"ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომლის იმედი არის, რომ საქმე გაიხსნება. ეს იმედი რომ არ იყოს, რომ ჩვენ გავხსნით ნებისმიერ მომხდარ დანაშაულს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად ამ სამსახურში და ამ თანამდებობაზე არ ვიმუშავებდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის იმედი გვაქვს და დღევანდელი პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილის დანაყოფი, რომლის წარმოებაშიც არის საქმე, ყველაფერს აკეთებს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ ეს საქმე გაიხსნას და ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯონ", - აღნიშნა შოთაძემ.

 


მისივე თქმით, ნებისმიერმა პროკურორმა თუ გამომძიებელმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და საშუალება უნდა გამოიყენოს და უნდა მიმართოს იმისკენ, რომ საქმე გაიხსნას.

 


"რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი საქმეები, რომლებიც ვერ იხსნება გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო. არის ასეთი რაღაცებიც, რომ საქმეები გაუხსნელი იყო. ვიცით ბევრი რეზონანსული საქმე. მე იმას ვგულისხმობდი, რომ ეს საქმე საწყის ეტაპზეა. მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მე პირადად და იმ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც ამ საქმის გამოძიებაშია ჩართული, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ ამისთვის არაფერს დავიშურებთ", - განაცხადა შოთაძემ.

 


პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში გამომძიებლები არც ერთი დღე არ გაჩერებულან და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების დაკონკრეტებისგან შოთაძემ თავი შეიკავა.

 


"ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, საქმეში არის წინსვლა. 11 დღით ადრე გაცილებით ნაკლები ვიცოდით, ვიდრე დღეს ვიცით და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ვერსიებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩასატარებელია საკმაოდ ბევრი საგამოძიებო მოქმედება. ეს საქმე ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შესაბამისად, აქ ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ამ წამსაც გრძელდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე წინ არის წასული. არის ვერსიები", - განაცხადა შოთაძემ, თუმცა მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ დააკონკრეტა. 

 


ირაკლი შოთაძემ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს, მედიას, იური ვაზაგაშვილის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს მოთმინება სთხოვა, რათა პროკურატურას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს საქმე გამოიძიოს. "ეს არ არის მარტივი საქმე. ეს გამოძიება მოითხოვს დროს და 11 დღე არ არის ის ვადა, რომ ეს საქმე გამოძიებულ იქნას",- განაცხადა შოთაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი