„გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალის ექსპერტიზა გასაჯაროვდება“
31-01-2015, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე კომპანია „ალდაგის“ მიერ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოფირებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა რამდენი დღეში გასაჯაროვდება.

 


როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განაცხადა, კომპანია “ალდაგის” სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალის ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს – დამონტაჟებულია თუ არა მასალა და შესაძლებელია თუ არა მკვლელის იდენტიფიცირება. მისი თქმით, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას 2007 წლიდან ითხოვდა და ის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მეშვეობით ახლახან მოიპოვა.
რუსუდან შარაძე ამბობს, რომ ექსპერტიზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარეს და შეჯერებული დასკვნა უახლოეს ხანში დაიდება.

 


გურამ შარაძის შვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მკვლელობა ჩაიდინა ორმა სპეცრაზმელმა, რომელთაგან ერთ-ერთი რუსეთში საეჭვო ვითარებაში მოკლეს, მეორე კი – სამეგრელოში, ერთ-ერთ უწყებაშია დასაქმებული. მოკლულის შვილი მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს “ალდაგს”, რომელიც, მისი თქმით, ამ დრომდე არ პასუხობს გამოძიების შეკითხვას, რა ტიპის კამერები ეყენა კომპანიას გურამ შარაძის მკვლელობის დღეს – 2007 წლის 20 მაისს ქუჩაში.

 


როგორც რუსუდან შარაძე აცხადებს, კომპანია გამოძიების აღნიშნულ შეკითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია კამერის ტიპის შესახებ.

 


მისი თქმით, კამერის ტიპის დადგენა ხელს შეუწყობს მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენას, რაც მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. “მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენით გამოირიცხებოდა, რომ ის გიორგი ბარათელია, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს”, – განაცხადა გურამ შარაძის შვილმა.

 


რუსუდან შარაძის თქმით, “ალდაგი” არ პასუხობს კიდევ ერთ შეკითხვას – რატომ ეყენა მკვლელობის დღეს ორი კამერა ერთი მიმართულებით და მეორე დღეს, რატომ დამონტაჟდა ან ვინ დაამონტაჟა საპირისპირო მიმართულებით.

 


მისი თქმით, მკვლელობის დღეს ერთი მიმართულებით დამონტაჟებული კამერები მკვლელს ზურგიდან ასახავს. მოკლულის შვილის თქმით, ეს კამერები მეორე დღეს საპირისპირო მიმართულებით დამონტაჟდა, რაც ასევე საეჭვო გარემოებაა.

 


რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა და მისმა მოადგილემ, ყოფილი მინისტრის სოზარ სუბარისგან განსხვავებით, ნება დართეს, შეხვედროდა მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს. თუმცა, რუსუდან შარაძის თქმით, ბარათელი გაღიზიანებულია ე.წ. შტირის საქმეზე დამატებული ორწლიანი სასჯელის შემდეგ და მასთან შეხვედრა არ ისურვა.

 


რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას, რუსუდან შარაძის თქმით, როგორც ქალაქის, ასევე მთავარი პროკურატურა 24- საათიან რეჟიმში მუშაობს, მათ შორის უკვე დაიკითხნენ ის პოლიციელები, რომელთა ჩვენების საფუძველზე გიორგი ბარათელი დააკავებს.

 


“ერთ-ერთი პოლიციელი ლევან ბოჭორიშვილი მკვლელობიდან 8 წლის შემდეგ, ამბობს, რომ ახლა რაღაცებს ვერ იხსენებს. ეს ის პოლიციელია, რომელმაც მკვლელობის დღეს მიცემული ჩვენება სასამართლოზე ნაწილობრივ შეცვალა. თქვა, რომ ბარათელს ეცვა კუბოკრული პერანგი მკვლელობის დროს. თუმცა მას დაკავების დღეს არ ეცვა ასეთი პერანგი”, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 


მოკლულის შვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება მკვლელის ვინაობას დაადგენს და გიორგი ბარათელს გაათავისუფლებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი