ხადური 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდასა და ლარის კურსის სტაბილურობას იმედოვნებს
05-02-2015, 00:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბიუჯეტით გათვალისწინებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა წელს 4%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "გუშინ დაზუსტდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და უნდა ითქვას, რომ ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას ეკონომიკაში სტაგნაცია ექნება".

 


"სომხეთისა და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 0% დაფიქსირდა. წელს ელოდებიან რუსეთში დაცემას, გასაგები მიზეზების გამო. ბელორუსში იქნება დაახლოებით 0%-იანი ეკონომიკური ზრდა, აზერბაიჯანში - 1,5%. ჩვენ ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის 4%-ზე მაღალი იქნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 


მიმდინარე წელს 5%-იანი ეკონიმიკური ზრდა იყო დაგეგმილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კი, მთავრობას მოუწოდა, 5%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, შემცირების მიმართულებით.

 

 

მთავრობის სხდომაზე ხადურმა ლარის კურსთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება, მას შემდეგ რაც ამ საკითხით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა. ღარიბაშვილმა იკითხა, რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასტაბილურებაში, მაშინ როცა ის ამას გეგმავდა, რაზეც ხადურმა უპასუხა, რომ კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ მოუწია ჯერჯერობით ჩარევა, ვინაიდან ამის საჭიროება აღარ იყო, რადგან კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა.

 

 

"როგორც ჩანს და რაზეც გვქონდა საუბარი გასული კვირის განმავლობაში, რომ ეს მაინც აჟიოტაჟი იყო. ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ კურსი იყოს სტაბილური. უნდა გითხრათ, რომ ვაჭრობის შედეგები პრაქტიკულად უცვლელი რჩება სამი დღის განმავლობაში, ჩარევის გარეშე, რაც უკვე საკმაოდ სერიოზულ იმედს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ კურსი მეტად არ შეიცვლება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 


მისივე თქმით, მთავრობამ გაანალიზა ერთი წლის განმავლობაში კურსის ცვალებადობა და უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცურავი კურსის ვალუტა არის ლარი.

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
It proved to be Very helpful to me and I am sure to all the commentators here! ยูฟ่า888
2 ივნისი 2022 01:08
#1   tech
      
I really thank you for the valuable info on this great subject and look forward to more great posts บาคาร่า 1688
29 აპრილი 2022 02:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი