"იდიოტური აჟიოტაჟი?" მუხროვანის სპეცოპერაციის შტაბის ხელმძღვანელი, დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მერაბიშვილს ამართლებს
30-01-2014, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, დათა ახალია, ერეკლე კოდუა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს არიან აღბეჭდილი.


"გურია ნიუსმა" გავრცელებულ ვიდეო კადრში, სამხედრო ატაშე დიდ ბრიტანეთში, გენერალი დავით ნაირაშვილი ამოიცნო. რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ არის დანიშნული აღნიშნულ თანამდებობაზე.


"გურია ნიუსი"დიდ ბრიტანეთში დაუკავშირდა გენერალ დავით ნაირაშვილს. მასთან სწორედ კომენტარის ჩაწერის მიზნით დავრეკეთ და ამის შესახებ განვუმარტეთ კიდეც. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ არ სურდა მისი სახელის დაფიქსირება, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, "გურია ნიუსი" მის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.


_ ბატონო დავით, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ყოფილ მაღალჩინოსნებთანერთად ერთ-ერთი თქვენ ხართ. რატომ იყავით იქ, რას გეგმავდით, რა ხდება ვიდეო კადრებში?


_ არაფერი არ ხდება. ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის "სასტავი" რომ გაიქცნენ, სამი 2 კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი.


_ ბატონო დავით, ამ წუთისთვის ბრიტანეთში თქვენი რეგალია რა არის?


_ არაფერი არ უნდა დაწერო. მე თქვენ უბრალოდ გეუბნებით ამ ინფორმაციას. მაგრამ, არაოფიციალურად. კანონის თანახმად, მე არ მაქვს უფლება, მივცე კომენტარი. რა ვქნა, ჩემო კარგო, კანონი არსებობს. არ მაქვს უფლება ნებისმიერ ამბავზე გავცე კომენტარი. უბრალოდ გეუბნებით: ის იდიოტური აჟიოტაჟი, რომელიც არსებობს, რამენაირად მოიხსნას. მეტი არაფერი.


_ სწორედ იმიტომ გირეკავთ, რომ გავრკვიოთ, რა ხდება.


_ იცით, ჩემო კარგო. მე თანამდებობაზე ვარ და ოფიციალურ კომენტარს ვერ მოგცემთ. იქ, ჩემს გარდა, 1000 კაცი იყო. ვინც ახლა თბილისშია. იმათ დაურეკეთ.


_ კადრში ჩანს დათა ახალაია. ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა დავუკავშირდე, თორემ დავურეკავდი.


_ მიშას დაურეკეთ ამერიკაში. ის თავისუფლად მოგცემთ კომენტარს. ან გიგი უგულავას დაურეკეთ, მან ყველაფერი იცის მშვენივრად. კოდუა თბილისშია?!


_ არ ვიცი. მაგრამ ვეცდები, მასაც დაუკავშირდე.


_ უბრალოდ იმის გამო, რომ მე ვარ თანამდებობაზე, არ მაქვს უფლება მოგცეთ კომენტარი. თითიდან გამოწოვილი ვითომ რაღაც ამბავია. არაფერი არ არის.


_ ბატონო დავით, ვის დასჭირდა ამ ვიდეო რგოლის გავრცელება ახლა და ადრე რატომ არ გაავრცელეს ეს ჩანაწერი?


_ არ ვიცი. შეიძლება იმ დღეს რომ გავრცელდა, ვითომ კიდევ რაღაცა ჩანაწერი ამოიღეს. შეიძლება ამ ჩანაწერებში იპოვეს. გთხოვთ, ჩემი გვარი და თანამდებობა არსად არ ახსენოთ.

 

 

 

 

http://www.gurianews.com/2013-08-24-19-55-58/2013-08-23-05-57-30/17111-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1,-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი