აზიის განვითარების ბანკი: 2015 წელს საქართველოში 5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალურია
06-02-2015, 00:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წელს საქართველოში 5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალურია. ამგვარ პროგნოზს აზიის განვითარების ბანკი აკეთებს. ამის თაობაზე ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა გააკეთა.

 


"საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2014 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 5% იყო. ჩვენი, აზიის განვითარების ბანკის გათვლებითაც, პროგნოზი 5% იყო. როგორც ჩანს, წინასწარი მონაცემებით, 4.7%-იან ზრდის მაჩვენებელზე გავიდა ქვეყანა, რაც დაშვებების ადეკვატურია. რეგიონში მოვლენათა განვითარებას თუ შევადარებთ, ეს ძალიან კარგი შედეგია. რამდენიმე ქვეყანაში, მეზობელი სომხეთის ჩათვლით, ხსენებულმა მოვლენებმა უფრო მეტი გავლენა იქონია. ყოველივე ამას განაპირობებდა რუსეთში განვითარებული მოვლენები, ექსპორტ-იმპორტის და გაცვლითი კურსის კუთხით მომხდარი ცვლილებები. ზოგადად, საქართველოს მიღწევები ძალიან კარგია და მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უფრო მაღალი ზრდის ნიშნულს მიაღწიოს და სტაბილურად განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა 2015 წლის განმავლობაშიც.

 


ჯერ ძალიან ნაადრევია საბოლოო პროგნოზის დაფიქსირება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი რთული პერიოდი გამოდგა. თუმცა, ამის მიუხედავად 4.7% იყო 2014 წელს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაკეთებული გათვლები ეფუძნება 5-პროცენტიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. საფუძვლად ამ მაჩვენებლის აღება კარგია. ამ პროგნოზის მიღწევა რეალურია, თუ მოვლენები სასიკეთოდ განვითარდება წლის დარჩენილ 10 თვეში. ეს შეიძლება ძალიან მიახლოებული აღმოჩნდეს ფაქტიურ მაჩვენებელთან. სწორად ამას გაცილებით უკეთ შევაფასებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, როდესაც ბიუჯეტის შესრულების ფაქტიური მაჩვენებლები გვეცოდინება", - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
Well we really like to visit this site, many useful information we can get here. สล็อต แตกง่าย
3 ივნისი 2022 01:32
#1   tech
      
Thanks for the best blog. it was very useful for me.keep sharing such ideas in the future as well. joker สล็อต
27 აპრილი 2022 04:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი