გიორგი მარგველაშვილი: ის ადამიანები, ვინც შელახეს ვანო მერაბიშვილის უფლებები, უნდა დაისაჯონ
19-07-2016, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის ადამიანები, ვინც ვანო მერაბიშვილის უფლებები შელახეს, უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.

 


პრეზიდენტი მერაბიშილის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, „უნდა ჩატარდეს გამოძიება, თუ რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებაში, თუ როგორ დაირღვა მისი უფლებები. უნდა ჩატარდეს ასევე გამოძიება იმაზე, თუ რატომ არ ჩატარდა აღნიშნულთან დაკავშირებით თავის დროზე გამოძიება“.

 


„ვანო მერაბიშვილის არის ბრალდებული მძიმე მუხლებით, მაგრამ ნებისმიერ ბრალდებულს გააჩნია თავისი უფლებები და ეს უფლებები ისევე უნდა დაიცვას სახელმწიფომ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არის დაპატიმრებული. და უნდა დაიცვას ისე, როგორც იცავს ვთქვათ, ყველაზე კანონმორჩილი ადამიანის უფლებას.

 


ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული. მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია. და მოხდა, როგორც ამას სტრასბურგი ამბობს, ამ უფლებების შელახვა - ის ადამიანები, ვინც შელახეს მერაბიშვილის უფლებები და კიდევ ვინც ამის კვალობაზე შელახა საქართველოს ინტერესები და ქართული სახელმწიფო დააყენა სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, ეს ადამიანები უნდა იქნენ დასჯილი.

 


მერე ეს ადამიანები, ვინც დაარღვიეს ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები, უნდა იყვნენ შესაბამისად გამოძიებულნი და რაც მათ ეკუთვნით, იმის მიხედვით დასჯილნი. მათ არამარტო მერაბიშვილი დააზიანეს, თუ დააზიანეს და როგორც დააზიანეს, არამედ მათ დააზიანეს ძალიან კონკრეტულად ქართული სახელმწიფოს იმიჯი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 4
#4   ციცო ვარშანიძე
      
batono prezidento tqven agirchiet imitom rom xart dzalian ganatlebuli da tqventan jipahsi iswavla chemma shvlmac iq tven iuristebs aswavlet kanonebi da zustadac unda gaatavisuflot ufro damajerebeli iqneba mattvis da chventvisac
1 ივლისი 2018 04:50
#3   დიანა
      
პლასტელინ,ის დროა მოახტეთ შენ და შენი ახუნტრუცებული სუტკნეინა ნაჩუქარ ტრაქტორს და ჰაიდა სოფელში კარტოფილის დასარგავად!
რაღაც მართლა დაიჯერე პრეზიდენტობა,არა პლასტელინ?
და ის დაგავიწყდა,რომ ხალხის პრეზიდენტი უნდა იყო და არა კრიმინალი გნაცების!
ამიტომ,ტყუილად დრო და ნერვი არ დაკარგო,აღარავინ აგირჩევს პრეზიდენტად შე ბეყე!
30 ივნისი 2018 07:44
#2   Zoro
      
და იმათზე საინტერესოა რას იტყვი ვინც ვანოსგან და მათი კლანის მიერ დაზარალდნენ - ოჯახები დაყაჩაღებულები, დანგრეულები და გარდაცვლილები! სწორედ ამიტომ, სამართლიანობის აღსადგენად ბიძინას ხათრით მისცა მოსახლეობამ ხმა პრეზიდენტს...
30 ივნისი 2018 06:42
#1   rakurs
      
საოცარია რა... ვინ ყოფილა ეს... მთელი მოსახლეობა მოატყუა, ვიტომ სამართლიანობის და კანონიერების დაცვა მინდაო... და იცავს მხოლოდ ერთ მხარეს - სისხლის სამართლის დამნაშავის უფლებებს (რაც მისაღები იქნებოდა შვეიცარიის პრეზიდენტად ყოფნისას) გასაგებია, მაგრამ უნდა დაწყებულიყო პირადა ჩემი და ყველა დაზარალებული ადამიანის უფლებიდან! ვინ არის ეს ნაცების მაჩალკა! სამართლიანობა და კანონი უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე თანაბრად - ეს არის სამართლიანობის ამოსავალი პრინციპი! ამ ფრაზით ეს ფილოსოფოსი იმასაც ვერ ხვდება რომ თვითონვე უარყოფს საქარტველოში სასამართლო სისტემის არსებობას, ასევე კანონდებლობის და კონსტიტუციის სრულიად ფორმალური სახით არსებობას და საერთოდ არ ესმის ადამიანის უფლების საყოველთაო შინაარსი...
20 ივლისი 2016 07:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი