დემურ გიორხელიძე: თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა ლარი 2 და 2,15 შორის უნდა გაჩერდეს
08-02-2015, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კლების ტენდენციებსა და აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. გიორხელიძის თქმით, ლარის კლება დიდწილად არასწორმა შიდა პოლიტიკამ და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. „დოლარის გამყარება მსოფლიოში, კრიზისი რუსეთში, კრიზისი ევროპაში, ომი უკრაინაში, პრობლემები საბერძნეთში. მისი თქმით, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა ლარი 2 და 2,15 შორის უნდა გაჩერდეს.

 


ამ ქვეყნებში მყოფი ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე უკვე იმ მოცულობის გადმორიცხვებს ვეღარ გააკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ გადმორიცხვები წელს 20-25% ით უფრო ნაკლები იქნება. მხოლოდ რუსეთიდან ჩვენი თანამემამულეების მიერ, საქართველოში მილიარდზე მეტი ფული ირიცხებოდა.

 


პროდუქცია არ იწარმოება, ექსპორტზე არ გადის, ვალუტის სტაბილური წყარო ქვეყანას არ გააჩნია, როგორც კი ტურისტების რაოდენობამ იკლო ეს იმწუთში აისახა შემოსავლებზე. სავალუტო შემოსავლები არ გვყოფნის და თავისთავად ლარმა დაიწყო კლება“, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ. გიორხელიძე ლარის კურსის გამყარების კუთხით ეროვნული ბანკის პოლიტიკასაც შეეხო. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მცირე ხნით ლარს გაამყარებს, მაგრამ საბოლოოდ პრობლემებს უკვე ეკონომიკაში წარმოშობს. „ეროვნული ბანკის პოლიტიკა, მთავრობის პოლიტიკასთან კოორდინირებული არ იყო.

 

 

იმისთვის რომ ლარის სწრაფი ვარდა იქნას შეჩერებული, ფულის მიწოდება უნდა შეიზღუდოს. ამის შესახებ ეროვნული ბანკი მთავრობას მოელაპარაკა და შედეგად მივიღეთ ის რომ არაგეგმიური ხარჯი გაწეული არ იქნება. ეს ნიშნავს იმას რომ ეკონომიკას კვლავ მოაკლდა თანხები. ასეთ შემთხვევაში ლარის კლების შეჩერება შესაძლებელი იქნება, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ეს ძალიან მოკლევადიანი პოლიტიკაა. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა ლარი 2 და 2,15 შორის უნდა გაჩერდეს. თუ ეკონომიკას ფული არ ექნა ის ვერ განვითარდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნიშნავს იმას რომ ლარის კურსის ვარდნა დროებით შეჩერდება, მაგრამ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებით შეუძლებელია იმ პრობლემების აღმოფხვრა რაც დღეს არის,თუ მთავრობა ეკონომიკას არ განავითარებს“ – განაცხადა დემურ გიორხელიძემ. დემურ გიორხელიძე ბუნებრივი აირის გაძვირებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოსახლეობის მოტყუებაა, რადგან კონტრაქტით, რომლითაც გაზი შეიძინება ყველგან ფიგურირებს ნავთობის ფასი. იმის გამო რომ ნავთობის ფასები ძალიან დაეცა გაზის ფასმაც შესაბამისად ყველა სხვა ქვეყანაში იკლო.

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
It was a very good post indeed. I thoroughly enjoyed reading it in my lunch time. Will surely come and visit this blog more often. Thanks for sharing. สล็อต เครดิตฟรี
3 ივნისი 2022 01:03
#1   tech
      
I read a article under the same title some time ago, but this articles quality is much, much better. How you do this.. สล็อต1688
27 აპრილი 2022 04:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი