კახა კალაძე: რაც „ხათრით არჩეული“ მარგველაშვილი პრეზიდენტია, მე არ მახსოვს გაეკეთებინა განცხადება იმ ზონდერებთან დაკავშირებით, ვინც გახსოვთ, როგორ უსწორდებოდა ქართველ ხალხს
26-07-2016, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. კალაძე ამბობს, რომ ის ვერ იხსენებს მარგველაშვილს პრეზიდენტობის დროს გაეკეთებინოს განცხადება "თუნდაც კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით" ან "იმ ზონდერებთან დაკავშირებით, ვინც წლების განმავლობაში გახსოვთ რა დღეში აგდებდა ჩვენს მოსახლეობას".

 

 


ამის შესახებ კახა კალაძემ ოზურგეთში ”ქართული ოცნების” გურიის ოლქების დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა.

 

 

”აშკარად ჩანს, რომ ის ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების გარკვეული დისკრედიტაცია განახორციელოს - რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო, ეს ადამიანი ცდილობს თავისი განცხადებებით მისი დისკრედიტაცია მოახდინოს. აშკარად ჩანს, რომ ის ამ განცხადებების გამო დაბნეულია, ალბათ იმის გამო, თუ რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში მის გამოსვლებს. თუმცა ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ მაგალითად კორცხელის ინციდენტი დააკავშიროს პირდაპირ ჩემთან. ეს მე მაფიქრებინებს, რომ გარკვეულწილად შეიძლება ეს აღქმული იყოს ზეწოლად სამართალდამცველების მიმართ”, განაცხადა კალაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს ემთხვევა.

 

 

”ის ყოველთვის საუბრობს, რომ არ არის ”ქართული ოცნების” და არც ”ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტი, თუმცა მისი განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობის” ციტირებებია და რაც ის პრეზიდენტია მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, მას გაეკეთებინა განცხადება თუნდაც კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუნდაც გაეკეთებინა განცხადება იმ ზონდერებთან დაკავშირებით, ვინც წლების განმავლობაში გახსოვთ რა დღეში აგდებდა ჩვენს მოსახლეობას და როგორ უსწორდებოდა ქართველ ხალხს. მინდა მას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავოს ჭორაობისგან. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი. მერე რა რომ გარკვეული ადამიანების ხათრით იქნა არჩეული, ის პრეზიდენტია, პატივი სცეს ამ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს ჭორაობისგან”, აცხადებს კახა კალაძე.

 

 

პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, კახა კალაძეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

 

კომენტარები: 3
#3   მედეა
      
გვანცა, მიშას მიმართე თქვენობით ათი კაცის წონისაცაა და ათი კაცის გასაჩუჭებელსაც აფუჭებდა! ხო, ათი კაცის საჭმელსაც ნთქვდა!
2 ივლისი 2017 13:23
#2   გვანცა
      
პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა თქვენც მოგეთხოვებათ,მინისტრებს.
ჯერ ის გვითხარი შენ ვინნმოგიყვანა...
კორცხელის ფაქტს მარტო პრეზიდენტი არა მთელი საქართველო აკავშირებს შენთან.
რაც შეეხება "შენობით" ფორმას ჩემში არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს თქვენობითაც მოგმართო. X4
27 ივლისი 2016 07:16
#1   dato
      
მოგესალმებით ვიცე პრემიერო , მინდა სამწუხაროდ შეგახსენოთ ის ფაქტი,რომ არც თქვენ გაგირკვევიათ და ჩაჰყოლიხართ ბოლომდე თქვენს მიერ ნათქავამ კარალეთის ან კიდევ იმ დროს მომხდარ სხვა ფაქტებს,კარალეთის თემა თქვენთვინ საწყენი იყო იმიტომ, რომ უშუალოდ თქვენ გესროდნენ ქვებს და უცენზურო სიტყვებს, რომ ეგ ყველაფერი ტელევიზიებმა გადასცა თორემ ბევრად უარესი ხოცვა-ჟლეტა იმართებოდა იმდროს იქ სადაც არც თქვენ და არც მედიის წარმომადგენლები არიყავით, მაგრამ მეტნაკლები სიზუსტით კი გაყენებდნენ საქმის კურსში იმდროს მომხდარ ყველა ინციდენტზე.მე არ მახსოვ არცერთი დაკავებული ან დაკითხულიც კი არც კარალეთის არც სხვაგან მომხდარ თემებზე უფრო მეტსაც ვიტყვი პირიქით ისხალხი რომლებიც გაყალბებებში, ზონდერობებში იყვნენ ჩართული და დაუფიქსირდათ კიდეც ქმედებები თქვენი მოსვლის მერე წახალისებულნი და დაწინაურებულნი იქნენ და როგორც ვიცი მთავრობაშიც უარყოფითად არ ხვდებიან ასეთ ფაქტებს და სხვადასხვა მიზეზებით ამართლებენ.სჯობს ამაზე ისაუბროთ და არა იმაზე მარგველა რა განცხადებას გააკეთებს ,ეგ ხალხისთვის ინტერესის სფერო არ არის.
27 ივლისი 2016 01:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი