ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4.5 %-ამდე ზრდის
11-02-2015, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 %-მდე იზრდება

 


როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება.

 


"დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 5%-იანი მიზნობრივი ნიშნულის დაბლა შენარჩუნდება 2015 წლის პირველ ნახევარში და მას წლის ბოლოს მიაღწევს. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 1.4 პროცენტი შეადგინა. იანვარში ინფლაციის შემცირება დიდწილად საწვავის გაიაფებას ასახავს, ხოლო საბაზო ინფლაცია 3.2%-მდე გაიზარდა. პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს.
საგარეო დისბალანსის დროს გაცვლითი კურსის ცვლილება არის ეკონომიკის ბუნებრივი რეაქცია, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურ გამოხატულებაში არ გაუფასურებულა, თუმცა ლარი გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ. რადგან საქართველოში გვაქვს დოლარიზაციის მაღალი დონე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება ქმნის ინფლაციის დამატებით რისკებს ინფლაციის მოლოდინების ზრდისა და დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული გაზრდილი შუალედური ხარჯების შედეგად. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური რისკების შესამცირებლად", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა "დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე".

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
The next time I read a blog, I hope that it doesnt disappoint me as much as this one. I mean, I know it was my choice to read, but I actually thought you have something interesting to say. All I hear is a bunch of whining about something that you could fix if you werent too busy looking for attention. เกมเอกโอ
3 ივნისი 2022 22:10
#1   tech
      
You completed certain reliable points there. I did a search on the subject and found nearly all persons will agree with your blog. รวมเว็บ สล็อต ออโต้
26 აპრილი 2022 23:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი