დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პაციენტთა 92% სრულად განიკურნა
28-07-2016, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ და ჩვენ, ქართველებს მართლაც გვაქვს საამაყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამა გრძელდება, კიდევ უფრო ფართოვდება, ასევე, პოზიტიურია განკურნების მაჩვენებლები.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს.

 

 

გასული წლის აპრილიდან დღემდე, პროექტში 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, 5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და 92 პროცენტი სრულად განიკურნა, - ეს სტატისტიკური მაჩვენებლები სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა. დავით სერგეენკოს შეფასებით, ეს ძალიან მაღალი წარმატების პროცენტია.

 

 

"იმისთვის, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო , მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური გარემო. ეს იყო მთავარი წინაპირობები, რის გამოც პროგრამა დაიწყო. ბოლო 3 თვეა, გადავედით ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი - სიმძიმის, რისკჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა უკვე თვეში 3 000 პაციენტზე ავდივართ. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 000 ადამიანისთვის, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებით არის ინფიცირებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.

 

 

"ბევრი ადამიანი ელოდა იმედით ამ პროგრამას და კარგია, რომ ის, არათუ ამართლებს ყველა მოლოდინს, არამედ, დიდწილად გადააჭარბა კიდეც მოლოდინებს წარმატების მაჩვენებლებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

28 ივლისს C ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი