მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი 1-ლი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება
28-07-2016, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება.

 

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი მოსახლეობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს დარეგისტრირებულია მიწის მხოლოდ 25 პროცენტი, რაც დიდი პრობლემაა, მათ შორის კერძო სექტორისთვის, რადგან მოსახლეობა ვერ ახდენს მის მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას და ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად გამოყენებას.

 

 

„ძალიან კარგია, რომ მიწის რეგისტრაციის სისტემა მარტივდება, სახელმწიფო მნიშვნელოვნად ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტებით და ვფიქრობ, პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩვენ, ამ მიმართულებით, გაცილებით უფრო ჯანსაღი და სრული სურათი გვექნება. ეს ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო, მეორეს მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას. ამავდროულად, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ საკითხი, რადგან ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სოფლად მოსახლეობის დამაგრებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კანონით, მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება, მოქალაქისთვის სრულიად უფასო იქნება, - განმარტება მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, მოსახლეობა პროექტით სარგებლობას ერთი წლის განმავლობაში შეძლებს.

 

 

"ასევე მოგვარდება არაზუსტი საამზომველო ნახაზის საკითხი, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიდა. ერთი წლის განმავლობაში, ყველამ უნდა დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც ბევრი ბარიერის გამო აქამდე ვერ ირეგისტრირებდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს მიმართა თხოვნით, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც კანონის ბოროტად გამოყენების ყოველგვარ რისკს გამორიცხავს.

 

 

"ძალიან მიშვნელოვანია სწორი და გამჭვირვალე მექანიზმებით მოხდეს მიწის დარეგისტრირება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი