ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერიის მაღალჩინოსნის, ჯოკია ბოდოკიას დაკავებას გამოეხმაურა
11-02-2015, 23:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ იყო ფაქტი - თბილისის მერიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, მსგავსი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავებას. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 


"ჩვენი მთავრობა მართლაც გამორჩეულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. გუშინ იყო ფაქტი - თბილისის მერიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, მსგავსი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება კანონის შესაბამისად. ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს ან აპირებს ამის გაკეთებას, მინდა დარწმუნებული იყოს, რომ დაისჯებიან ძალიან მკაცრად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


პრემიერის თქმით, მისმა მთავრობამ მიაღწია, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოა და ამ პოზოციის გაუარესების უფლებას არავის უნდა მიეცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას მოუწოდა, კორუფციასთან ბრძოლა გაააქტიუროს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი