გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ექსპორტის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია
12-02-2015, 00:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"საკმაოდ დამაიმედებელს" უწოდებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური მდგომარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. როგორც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ექსპორტის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ „სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია". 

 


"ჩვენ ეროვნულ ბანკთან გვქონდა იმ ზომების ერთობლივი განხილვა, რაც გასატარებელია იმისთვის, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი დაბალანსდეს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები და ექსპორტის წახალისება, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა ზომებიც, რომელსაც ვახორციელებთ და კონკრეტული პროექტების მიმართულებით ვმუშაობთ კონკრეტულ რეჟიმში. წლის დასაწყისი ნამდვილად რთული პერიოდია და, გამომდინარე საქართველოს გარშემო ქვეყნებში არსებული რთული ვითარებიდან, ჩვენი ექსპორტის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, კონკრეტული პროექტების დამატებაზეც მუშაობს. 

 


"ჩვენ ვამატებთ კონკრეტულ პროექტებს ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს, მთელი რიგი ღონისძიება დაგეგმილი და ვმოქმედებთ შეთანხმებულ რეჟიმში. გამომდინარე აქედან, ჩვენს მიერ გატარებულ ზომებს ექნება კონკრეტული ეფექტები და ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
You actually make it look so easy with your performance but I find this matter to be actually something which I think I would never comprehend. It seems too complicated and extremely broad for me. I'm looking forward for your next post, I’ll try to get the hang of it! เกมเอกโอ

You actually make it look so easy with your performance but I find this matter to be actually something which I think I would never comprehend. It seems too complicated and extremely broad for me. I'm looking forward for your next post, I’ll try to get the hang of it! เกมเอกโอ
3 ივნისი 2022 22:14
#1   tech
      
You completed certain reliable points there. I did a search on the subject and found nearly all persons will agree with your blog. รวมเว็บ สล็อต ออโต้
26 აპრილი 2022 23:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი