სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
12-02-2015, 22:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" ორგანიზებით მოეწყო. საღამოს საქართველოში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებოდნენ. თავად იუბილარი ღონისძიებას პარტერიდან ადევნებდა თვალ-ყურს, თუმცა სცენაზე რამდენჯერმე ავიდა.

 

 

ღონისძიება მეცოსოპრანო ირინა მაკაროვამ გახსნა. ქართველმა და უცხოელმა პრიმადონებმა მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილე მიულოცეს. კონცერტში მონაწილეობა მიიღეეს ნინო მაჩაიძემ, მაყვალა ქასრაშვილმა, იანო თამარიმ (ალიბეგაშვილი), ანიტა რაჭველიშვილმა, თამარ ივერიმ, ნინო სურგულაძემ, მარიკა გულორდავამ, თეონა დვალმა, ნანა მირიანიმ (ქავთარაშვილი) და უცხოელმა პრიმადონებმა: ოლგა ბოროდინამ, ირინა მაკაროვამ. არიები შეასრულეს ასევე ნატალია ქუთათელაძემ, ირინკა შერაზადიშვილმა და მარიამ როინიშვილმა.

 


გარდა მომღერლებისა, კონცერტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ.

 


საგანგებოდ იუბილისადმი სპორტის სასახლეში აშენდა უპრეცედენტო სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.

 


სპეციალურად ამ დღისთვის გაერთიანდა ორი სიმფონიური ორკესტრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორმა მაესტრომ - ჯანლუკა მარჩანომ და ნიკოლოზ რაჭველმა უდირიჟორეს.

 


ალენ დელონმა კონცერტის მიმდინარეობისას მსოფლიო ბანის ცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. მან პაატა ბურჭულაძის 80 წლის იუბილეზე საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის თავად 100 წლის იქნება.

 


პაატა ბურჭულაძემ დღევანდელი დღე ზეიმად შეაფასა. "ეს იყო ზეიმი. ეს იყო მუსიკის, გემოვნების, არქიტექტურის ზეიმი. მიხარია, რომ ეს მოხდა საქართველოში. მომილოცეს ჩემი იუბილე, მაგრამ გილოცავთ, რომ ასეთი რამ საქართველოში მოხდა. გილოცავთ, რომ ზეიმის 99% საქართველოს ხელოვანები არიან. დღეს მთელ მსოფლიოს ნელ-ნელა იპყრობს ქართული ხელოვნება", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

 


საიუბილეო კონცერტს ესწრებოდა სრულიად საქართვეოლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების, ოპოზიციის, ხელოვნების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი