დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში. ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ჯამში რვა მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრების პირველ დღეს რამაზ მალაკოევმა (60 კგ) და როლანდ ანდრიაძემ ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, მაგამედ საიდოვი (60 კგ) და ნიკა კენჭაძე (74 კგ) კი მესამე ადგილებზე გავიდნენ.
13 თებერვალს ოთხი წონითი კატეგორიიდან - სამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი მოჭიდავეები ავიდნენ - ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (66 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (84 კგ) და ლაშა ჯელაძე (120 კგ) გახდნენ, ზაურ ბერაძე (84 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.