გიორგი კვირიკაშვილი: სექტემბრიდან პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს ექნებათ სპეციალური, განსაკუთრებული დანამატები, იმისათვის რომ ხელისუფლებისგან ყურადღება იგრძნონ
06-08-2016, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნას დაესწრო. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მთის გაძლიერებასა და ტრადიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბეშუმი ულამაზესი ადგილი და საქართველოს სიამაყეა.

”მინდა ქედი მოვიხარო მუჰამედ ირემაძის და მისი ანსამბლის, ყველა იმ მოხუცის წინაშე, რომლებიც ამ ურთულეს პირობებში, აი აქ, ქართულ კულტურას და ადათ-წესებს ინარჩუნებენ. ვისურვებდი, რომ ეს შემართება, ეს განსაკუთრებული სიყვარული, განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც თქვენ, მთიან აჭარას გაგაჩნიათ შენარჩუნებულიყოს, გაძლიერებულიყოს. თქვენ ხართ ჩვენთვის მაგალითის მომცემი, ამიტომ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გილოცავთ დღევანდელ დღეს, შუამთობას - შრომის, სიყვარულის, ერთობის დღესასწაულს. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება მაღალმთიანი სოფლების დახმარებისა და ადგილზე მოსახლეობის დამაგრების მიზნით ახორციელებს.

"ჩვენთვის უდიდესი პრიორიტეტი და მთავარი საზრუნავია მთაში მოსახლეობის დამაგრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს უნიკალური ადათ-წესები შენარჩუნდეს და ჩვენ მომავალ თაობას გადაეცეს. მე ძალიან მახარებს ამდენი ახალგაზრდის ჩართულობა ამ დღესასწაულში. მინდა აღვნიშნო ის პროექტები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ რეგიონის გაძლიერებისთვის. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა, წყლის რეაბილიტაცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე სრულად დასრულდება და ყველა ოჯახს ექნება აუცილებლად წყლის მომარაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აქ ადამიანებმა იგრძნონ ზრუნვა და ყურადღება ჩვენგან. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მთის კანონის მიხედვით, უკვე სექტემბრიდან პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს ექნებათ სპეციალური, განსაკუთრებული დანამატები, იმისათვის რომ ხელისუფლებისგან ყურადღება იგრძნონ. ეს ყველაფერი არის ის მიზერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენთვის მთიანი ტურიზმის განვითარება, ეკო ტურიზმის განვითარება, ის რომ აქ ყველა ოჯახს, მცირე სასტუმროს ჰქონდეს შემოსავალი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა თქვენთაგანის ოჯახში, ეს იქნება ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები: 15
#15  დარეჯან
      
პენსიონერმა ბუღალტრებმა ან ინჟინრებმა რამე დააშავეს? ორივე პროფესია საკმაოდ სტრესულია და არაფით ჩამოუვარდება არც ქეთნის, არც პედაგოგის და არც ექიმის შრომას, უფრო პირიქით :(
13 აგვისტო 2017 07:50
#14   ნინო
      
პენსიონერებმა როგორ გადაიტანონ ეს მკაცრი ზამთარი კომუნალური გადასახადებითა და უღმერთოდ გაძვირებული პროდუქტებით; სექტემბრამდე მიაღწევეენ კი???

პენსიონერები მიაღწევენ კი სექტემბრამდე ამ ცივ ზამთარში გაზრდილი კომუნალურებითა და და უღმერთოდ გაძვირებილი პროდუქტით

პენსიონერები მიაღწევენ კი სექტემბრამდე ამ ცივ ზამთარში გაზრდილი კომუნალურებითა და და უღმერთოდ გაძვირებილი პროდუქტით
10 იანვარი 2017 13:29
#13  vaxo
      
ეს კაცი გვპირდებოდა ქვეყნის აგუგუნებას 9 ოქტომბრიდან. მართლაც ისე აგუგუნდა მისი და ივანიშვილის ტყუილებით ეს ქვეყანა, რომ გადაგუგუნდა. უბედურება ისაა, რომ ისთი არავინ ჩანდა არენაზე, ვისაც ხმას მისცემდი. ხომ შევხედეთ რა ქნეს ბურჭულაძემ, ალასანიამ და სხვებმა. გაყიდული, დამცირებული ქვეყანა და უპერსპექტივობა. ესაა რეალობა.
9 იანვარი 2017 14:46
#12   ციცო ჯაფარიძე
      
კერძო სკოლების მოსწავლეებს ეძლევათ ვაუჩერი სახელმწიფოსაგან 25-ლარის ოდენობით,ხოლო საჯარო სკოლის მოსწავლეებს ორმაგი,მაინტერესებს ვაუჩერი ეძლევა მოსწავლეს სახელმწიფოსაგან ყველას ერთნაირად რატომ ანსხვავებს მოსწავლეს განათლების სამინისტრო? და განა მარტო ეს? მოსაწესრიგებელია პროგრამების,უმძიმესი წიგნების და სხვა მრავალი საკითხი
რაც შეეხება ხელოვნების სკოლების პედაგოგებს მათ ხომ საერთოდ წაართვეს პედაგოგის სტატუსი ამაზე დაფიქრებულა ვინმე? მოკლედ წინ წასვლის მაგივრად უკან და უკან მივდივართ ეს მას მერე მოხდა როცა წინა მთავრობის დროს დაიხურა და გაუქმდა 1-ლი მე-2 ე მე-3 მე სასწავლებელი და მრავალი სხვა ეხლა როდესაც გინდათ რომ დაეხმაროთ პედაგოგებს რა თქმა უნდა კარგია მაგრამ როგორ,როდესაც მთელ საქართველოში ხელოვნების დარგში გაუქმებულია პედაგოგის სტატუსი აღარ ვსაუბრობ კერძო სკოლებზე
14 აგვისტო 2016 13:28
#11   ლია
      
რა იყო, სათაგურში ყველი გამოილია თუ თაგვი აღარ ეკარება ყველს?? სხვანაირად რომ ვთქვათ გამკეთებელი არავის არაფერს პირდება, ის თავჩაღუნული შრომობს. რასაც ხალხი აფასებს შესაბამისად!მაკეინოვიჩ! დიდი ხანია შენი მოსატყუებელი კბილი გამოვიცვალეთ
9 აგვისტო 2016 09:22
#10  თაკო
      
ეგ ზღაპარი ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი :)
9 აგვისტო 2016 07:34
#9   მარინე
      
მთავრობამ იმათზეც იფიქროს, ვინც პოლიტიკური ნიშნით გამოგვყარეს სამსახურებიდან და მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთებითა და მასალებით დავამტკიცე ჩემი გათავისუფლება იყო პოლიტიკური, ოცნებამ რეაბილიტაცია არ მომცა და კოაბიტაცია შემომთავაზა, ამასთან ისევ უმუშევარი დამტოვა და დღემდე ვარ ხელშემაყურებელი იმათი ვინც სიკეთით მოწყალებას გაიმეტებ, ნუთუ მე და ჩემისთანებს არ გვჭირდება ყურადღება?! იმ დროს როცა სკოლები სავსეა უცოდინარი არაპროფესიონალი მასწავლებლებით და ემსახურებიან ნაციონალების ინტერესების გატარებას! დიახ მოვითხოვ აღდგენას!
9 აგვისტო 2016 05:09
#8  მარიკა
      
კი, მაგრამ, ამ შრომისუნარიან არაპენსიონერ ხალხას რას უშვრებით. რა ვქნა, არ მაქვს ამ ბიზნესის წარმოების ნიჭი და შემიძლია დაქირავებულ მოსამსახურედ, მუშად ვიმუშაო და შექმენით ამის პირობები?

გაუსაძლისი მდგომარეობა მქონდა ამ ზამთარში, 2 უმძიმესი ავადმყოფით, სახლში, რომლებსაც 24-საათიანი მოვლა ესაჭიროებოდათ. სოცილურმა სამსახურმა იმხელა ქულები მოგვაკრა, მუშაობისუნარიანები ხართ სახლშიო - თან ფორმულას დააბრალა, თითქოს იმ ფორმულას ადამიანები არ ადგენენ. ის კი აღარ უთქვამთ, ან სად უნდა გვემუშავა ამ შრომისუნარიანებს, ან რომც გვემუშავა ეს 2 უმძიმესი ავადმყოფი ვისთვის მიგვებარებინა.

იმასაც ვიტყვი - სახელმწიფო დაზღვევა ძალიან მოგვეხმარა, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, მირჩევნია, სამსახური მქონდეს ნორმალური ანაზღაურებით, და ჩემს ოჯახს თვითონ მივხედავ.

ისევ ნათესავებისა და ხლობლების იმედად ვართ.
8 აგვისტო 2016 09:01
#7   ლუი
      
მორიგი ტყუილები , არ მოგბეზრდათ ხალხის დაბოლება! არიან ადამიანები დარჩენილი ვინც თქვენ გენდობათ
8 აგვისტო 2016 08:21
#6   nikoloz
      
ნიკოლოზ ხითაროვი 4 წელია რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლებისგან თავშესაფრით უზრუნველყოფას - უშედეგოდ ითხოვს.

«გახლავართ შშმ პირი, უსახლკარო მოქალაქე. ვცხოვრობ ქირით, რომელსაც ხმარდება ჩემი პენსიაც. ვსარგებლობ უფასო სასადილოებით - ვცხოვრობ უკიდურეს გაჭირვებაში. ხილის ნატრული ვარ თვეების განმავლობაში, ასევე წამლების ნაწილის შეძენა მიწევს - რისი შესაძლებლობაც მე არ მაქვს. არადა ჩემთვის ყველა წამალს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიწევს იმ წამლების შეწყვეტა, რომელიც ჩემი თანხებით არის შესაძენი, შესაბამისად შფოთიანად ვარ და ვერ ვიძინებ ღამით.ასეთ პირობებში ჩემთვის რთულია ქირის გადახდა. თავშესაფრის თხოვნით 4 წელია მივმართავ რუსთავის მთავრობას, ასევე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს - მაგრამ არაფერი იცვლება.
8 აგვისტო 2016 02:04
#5   Isidro
      
Saarchevnot erjeradat xo???ogorc xadurma gaaketa daubegravi minimumiodabrunebaze
7 აგვისტო 2016 14:52
#4   mzia nachkebia
      
უმუშევრებს? მარტოხელა დედებს? სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც სტატუსიც არ აქვთ? გთხოვთ გვიპასუხოთ!
6 აგვისტო 2016 07:50
#3   tamari
      
ეს ძალიან კარგი,მაგრამ კერძო კომპანიებში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა. რაიონებში დასაქმებულებს გაცილებით დაბალი აქვთ ანაზღაურება ვიდრე თბილსსა და სხვა ქალაქებთან შედრებით.თუ ეცდებით და როგორმე გაგვიწევთ დახმარებას მადლობელი დაგრჩებით .
6 აგვისტო 2016 07:00
#2   მანანა
      
ციტატა: თამარ უთნელიშვილი
ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კერძო სკოლების მასწავლებლებიც მასწავლებლები არიან და საჯარო სკოლის მასწავლებლებზე არათუ ტოლი, არამედ ნაკლები ხელფასები აქვთ. მათაც იციან ყურადღების ფასი! winked და, საერთოდ, კერძო სკოლის მოსწავლეებიც ბავშვები არიან და მათაც უნდა ჰქონდეთ უფლება, ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის იმეტებს ჩვენი სახელმწიფო, როგორიცაა: "
მომავლის ბანაკი", კომპიუტერები 9-კლასდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეებისათვის, ნეთბუკები პირველკლასელთათვის და სხვა უამრავი პროექტი და პროგრამები.

6 აგვისტო 2016 06:22
#1   თამარ უთნელიშვილი
      
6 აგვისტო 2016 05:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი