დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება
07-08-2016, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაჭაში, დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, დღეს, 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს. 14:00 საათზე ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა მოხდება; 18:00 საათზე რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება; 19:00 საათზე საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ამბროლაურში დასრულდება.

 

 

დღესვე რაჭაში ჩავა პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს დაესწრება.

 

 

პრემიერ მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო პროგრამის – „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო "შაორის" სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი