ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას კატეგორიულ მოთხოვნებს უყენებს
30-01-2014, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარტია "დამოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ იმ ვიდეომასალას ეხმიანება, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი მუხროვანში გვამებს ითხოვს.

 

ნინო ბურჯანაძის განხადებით, ვიდეოკადრებმა კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დაგვანახა იმ ადამიანებს, ვისაც რაიმეს დანახვის, გაგების და ელემენტარული ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის სურვილი აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ რომ დანაშაულებრივი ორგანიზაცია იყო და ის, რომ ამ ორგანიზაციის სახით საქართველოს მართავდა არა პოლიტიკური ძალა, არამედ კრიმინალებისაგან შემდგარი ტერორისტული ერთობა, რომელიც ყოველდღიურად არღვევდა კანონს და ელემენტარულ ფასეულობებს ფეხქვეშ თელავდა.

 

"ამ უმძიმესმა კადრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ აბსოლუტურად მართლები ვიყავით, როდესაც თავდაუზოგავად ვებრძოდით ამ ხელისუფლებას, როცა ვაცხადებდით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის საფრთხის მომტანი ადამიანებისათვის და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.

 

სამწუხაროდ, გუშინდელმა კადრებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა "ახალი ხელისუფლების უსუსურობა და უნიათობა, რომ ყველაფრისთვის დაერქმია თავისი ნამდვილი სახელი. ის, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოიცალა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების გამოძიებისათვის, როგორიც იყო თუნდაც ე.წ მუხროვანის ამბოხი, 26 მაისი და სხვა საკითხები, ის რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და ვანო მერაბიშვილი ბედავენ გველაპარაკონ როგორც პოლიტიკური ოპონენტები, ეს სწორედ "ქართული ოცნების" უსუსურობის და მათი დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის დამსახურება გახლავთ" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე.

 

მისივე თქმით, დანაშაული იყო კოჰაბიტაცია "ნაციონალურ მოძრაობასთან", დანაშაული იყო გარიგება ამ ძალასთან საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" მეორე პოლიტიკურ ძალად დაფიქსირება უზრუნველყო და დანაშაულია ის, რომ დღეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ნაცმოძრაობა გათეთრდეს, გაირეცხოს და ახალ პოლიტიკურ ძალად წარმოჩნდეს.

 

"თუმცა, აბსოლუტურად ცხადია რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ცდილობენ ახალი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ილაპარაკონ, ასევე მოკლებულნი არიან ელემენტარულ ლეგიტიმურობას და მორალურ უფლებას იყვნენ პოლიტიკაში, ვინაიდან ისინი ამოფარებულნი არიან იმ შენობას, რომელზეც გამოკრულია ვანო მერაბიშვილის სურათი, როგორც პოლიტპატიმრისა და ისინი დღეს, ჩვენდა გასაოცრად ერთხმად ამართლებენ ვანო მერაბიშვილის დანაშაულებრივ ბრძანებას. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება იყვნენ პარლამენტში, საქართველოს ხელისუფლებაში და არ აქვთ უფლება ლაპარაკობდნენ საქართველოს მოსახლეობის სახელით"- განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

 

მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა და ქვეყანა განვითარების სწორი გზით წავიდეს, საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ნაციონალური მოძრაობის, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის ბოგინს საქართველოში, რომელიც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ახალ პოლიტიკურ რეალობას ქვეყანაში და რომელიც საქართველოს ნორმალური განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

 

"ჩვენ კატეგორიულად ვაყენებთ საკითხს: დამნაშავეები დაისაჯონ, გამოძიება ჩატარდეს კომპეტენტურად და არა ისე უთავბოლოდ და სამარცხვინოდ, როგორც ამას აკეთებს "ქართული ოცნება". ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ვითხოვთ ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული პოლიტიკური ძალებისთვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნას, რომ ქვეყანა განვითარდეს და ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემები, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს გადაწყდეს და ხალხს ნერვები არ ეშლებოდეს მსგავსი კადრების ყურებით, რასაც გუშინ საქართველოს მოსახლეობა უყურებდა" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/36180-nino-burjanadze-erthaderthi-gamosavali-imisthvis-rom-qveyanashi-samarthlianoba-aghdges-vadamdeli-saparlamebnto-archevnebia.html 

კომენტარები: 1
#1   Nino
      
თუ ჩვენ სამართლიან, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ-რათქმა უნდა, უდავოდ გამოძიება უნდა ჩატარდეს კომპეტენტურად
დადამნაშავეები დაისაჯონ.
1 თებერვალი 2014 13:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი