რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
დათუნაშვილის პირველი მეტოქე ყაზახეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი დეჟან კარტიკოვი იყო, რომელთანაც ქართველი მოჭიდავე ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
იმ შემთხვევაში, თუ კარტიკოვი მომდევნო შეხვედრაში დამარცხდება, დათუნაშვილი რეპეშარჟში ჭიდაობის შანსს დაკარგავს და ოლიმპიადას გამოეთიშება.
საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს. პირველი ბრინჯაოს მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, მეორე ვერცხლის მედალი კი - საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.