რა კავშირშია საღეჭი რეზინის ზედმეტი მოხმარება წონის დიდ დანაკარგთან?
17-02-2015, 00:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ უშაქრო საღეჭი რეზინის ზედმეტი მოხმარება შესაძლებელია, წონის დიდი დანაკარგისა და დიარეის მიზეზი გახდეს.

 

 

დაავადების სათავე, სარბიტოლია, ე.წ შაქრის ალკოჰოლი, ხელოვნური დამატკბობელი, რომელიც ფართოდაა გამოყენებული საღეჭ რეზინებსა და ტკბილეულობაში და რომელიც ფაღარათის გამომწვევი გახლავთ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


ბრიტანულ სამედიცინო გამოცემაში ექსპერტებმა იმ ორი პაციენტის მაგალითი მოიყვანეს, რომელნიც ავად მას შემდეგ გახდნენ, რაც დღეში დაახლოებით 20 ერთეული საღეჭი რეზინი მოიხმარეს.

 


სარბიტოლის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათი წარმოებული პროდუქტი უსაფრთხოა და შეფუთვაზე მითითებულია გაფრთხილება მისი ჭარბი მოხმარების თაობაზე.

 


სარბიტოლი ფართოდაა გამოყენებული უშაქრო საკვებში, მათ შორის იმ პროდუქტებშიც, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

 


იგი ასევე გამოიყენება, როგორც საფაღარათო საშუალება, მაგრამ საღეჭი რეზინის შეფუთვასა და სხვა პროდუქტებზე ამის გამაფრთხილებელი წარწერები არ არის გაკეთებული. ამიტომ ბევრი მომხმარებელი ვერ აცნობიერებს, რომ ამგვარი პროდუქტების დიდი ოდენობით მოხმარება მუცლის პრობლემებს იწვევს, აცხადებენ გერმანელი მკვლევარები.

 


ერთ-ერთი 21 წლის ქალი 8 თვის განმავლობაში იტანჯებოდა დიარეითა და მუცლის ტკივილებით და უამრავი შემოწმების ჩატარების მიუხედავად, ვერ დადგინდა მისი დაავადების გამომწვევი ნამდვილი მიზეზი მანამ, სანამ ექიმებმა არ გააცნობიერეს, რომ დიარეა საღეჭი რეზინის სისტემატური მოხმარების შედეგი იყო.

 


ამ გოგომ 8 თვის განმავლობაში 11 კილოგრამი დაიკლო და ძალიან გახდა.

 


მეორე შემთხვევაში კი მამაკაცი, რომელიც კუჭის აშლილობით იტანჯებოდა და რომელმაც 1 წლის განმავლობაში 22 კილოგრამი დაიკლო, საბოლოოდ საავადმყოფოში მოათავსეს.

 

 

მას შემდეგ, რაც პაციენტებმა სარბიტოლის შემადგენლობის პროდუქტებზე უარი თქვეს, მათი სიმპტომები გაუჩინარდა და დაიბრუნეს ის წონა, რომელიც დაკარგეს.

 

 


წყარო: http://news.bbc.co.uk/2/hi/health/7180800.stm 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი