მერაბ მეტრეველი: მიუხედავად სუს-ის ძალისხმევისა, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს
17-08-2016, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი მერაბ მეტრეველი აქტივისტების მიერ პარტიის რიგების დატოვების ფაქტს ეხმაურება.

 

 

ვწუხვართ, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, სუს-ის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო, - განაცხადა მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” არის ერთიანი გუნდი.

 

 

"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სუსი-ის ერთ-ერთი გაზეთის და ხელისუფლების მიერ ფორმირებული პიარჯგუფის მიერ მოხდა ბინძური შეტევა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. მათი პირადი ძალისხმევით ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაეკეტა რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი. თუმცა, ყველა არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ მოექცნენ ფინანსური და ფიზიკური წნეხის ქვეშ.

 

 

ჩვენ მივმართავთ სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩვენს მხარდამჭერებს და წევრებს - ვწუხვართ, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, რომ სუს-ის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო.

 

 

ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, გამბედავი ადამიანები და მიუხედავად სუს-ის ძალისხმევისა, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პასუხი გაეცემა ყველა უკანონო ქმედებას”, - განაცხადა მეტრეველმა.

 

 

კომენტარები: 3
#3   მერაბი
      
მართალია მერაბი , სახელმწიფო მანქანის ასეთი ძალისხმევის მიუხედავად , ამით პაატას მაინც ვერაფერს ვერ დააკლებენ
18 აგვისტო 2016 02:10
#2   სალი
      
მართალია ბატონი მერაბი, ზოგიერთებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს,ესეთები არც არიან გვერდში დგომისთვის საჭირო და ძალიანაც კარგიი თუ წავიდნენ.

ნამდვილად ეს გუნდი მოიგებს არჩევნებს, წარმატებებიი
17 აგვისტო 2016 15:05
#1   ია ჩხაიძე
      
თუ თავისით მიდის, იმიტომ რომ საკმარისი ანაზღაურება ვერ მიიღო, მასეთი ხალხი პარტიაში არ უნდა იყვნენ და თუ შეიპარეს , ისევ გაიპარებიან იქედან! პარტიაში როცა წევრიანდები, იდეოლოგია უნდა იყოს შენთვის მთავარი, და ის რომ ხელისუფლებაში შენი მოსვლით საქარტველო დაიხსნა იმ კორუფციისგან და ათასი უბედურებისაგან, რაც ეხლა სუფევს! თუმცა ანგარებიანი ხიმშიაშვილი და მსგავსნი ამას ვერ მოახერხებენ ვერასდროს, ამიტომაც კარგია, თუ წავიდა პარტიიდან!
17 აგვისტო 2016 12:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი