მინდია ჯანელიძემ და ფრენკ ბოლანდმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე ისაუბრეს
17-02-2015, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ნატოს საერთაშორისო სამსახურის დელეგაციის წევრებს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უმასპინძლა.

 


თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელ, ფრენკ ბოლანდსა და ამავე დირექტორატის ოფიცერ გუსტავ ვროემენთან გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების თვალსაზრისით ქართული მხარის აქტიურობას და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ნატოს ექსპერტთა ჯგუფისა და მრჩევლების საქართველოში მოვლინებაზე, არსებული შესაძლებლობების ნატოს მხრიდან პირველადი შეფასების განხორციელებასა და თითოეული პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა უახლოეს მომავალში ნატოს წვერი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლოს და ნატოს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელების ხედვები გააცნო.

 


თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს: „შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებაში იყო ინტერესი, თუ სად განთავსდებოდა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. კონკრეტულ საკითხებზე ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადებში მივიღებთ. გაგრძელდება კონსულტაციები არსებითი პაკეტის სხვა ინიციატივების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, ნატოსთან შეთანხმებით, ახლო მომავალში იგეგმება შემფასებელთა ჯგუფების ჩამოსვლა. იმპლემენტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს აქტივობა შევინარჩუნოთ.“

 


საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელმა ფრენკ ბოლანდმა: „ჩვენი ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვაა. შევხვდით თავდაცვის მინისტრს; ასევე, დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებთან. ხვალ არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ სხვადასხვა პროექტს კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ. ამ ეტაპზე ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. როგორც უკვე მინისტრთან საუბრისას აღვნიშნე, პროცესი, სირთულის მიუხედავად, უფრო ეფექტურად წარიმართა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ აქტიურად ეხმარებიან საქართველოს მოკავშირე ქვეყნები და არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის ყველა რესურსს იყენებენ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ადმინისტრაციული საკითხი მოსაგვარებელი. ვიმედოვნებთ, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ“.

 


ფრენკ ბოლანდი, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელის რანგში, საქართველოს ბოლოჯერ ეწვია. უახლოეს მომავალში ის ნატოს საერთაშორისო სამსახურში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. შეხვედრის დასასრულს, მინდია ჯანელიძემ ფრენკ ბოლანდი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი