თბილისის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება
30-01-2014, 19:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო სასმელი წყალი არ მიეწოდება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გაცნობებთ, რომ 1200 მმ-იან IV მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური არტერიის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთები.

 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება:
ლიუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, დიღომი "7"-ს, "8"-ს და "9"-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს, ამერიკის საელჩოს, ჯორჯ ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩებს, კოსტავას ქ. №45-ს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

 

წყალს შეფერხებით მიიღებს:
ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ბაგები, ვაკის ზედა დასახლება, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი.


წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეეზღუდებათ:

 

სოფელ გლდანს, გლდანულას, გაზის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და ცენტროლიტის დასახლებებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს, თემქის III და მუხიანის I, II, III მ/რაიონებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს და "ჰაიდელბერგ ცემენტის" ბეტონის ქარხანას.
წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 31 იანვარის დილის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი