მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს
25-08-2016, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც დედამიწის მსგავსი ჩანს და მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ეს არის პოტენციურად მთავარი ნაბიჯი იმის ძიებაში, გაირკვეს, არსებობს თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სადმე, სხვაგან. ამის შესახებ „როიტერსი“ ოთხშაბათს, 24 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით წერს.

 


პლანეტის,  რომელიც ცნობილია როგორც „პროქსიმა ბ“, საგრძნობი სიახლოვე მეცნიერებს უფრო უკეთეს შესაძლებლობას აძლევს, რომ ბოლოს და ბოლოს მისი ფოტოსურათი გადაიღონ, რაც დაეხმარება მათ განსაზღვრონ აქვს თუ არა მას ატმოსფერო და წყალი, რაც სიცოცხლისთვის საჭიროებად არის მიჩნეული.

 

 

ჟურნალ „ბუნების“ მიმდინარე კვირის გამოცემაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, მომავალმა შესწავლამ შესაძლოა გამოავლინოს, თუკი ატმოსფერო შეიცავს რაიმე ბიოლოგიური სიცოცხლის სასიგნალო ქიმიურ ნივთიერებებს, მაგალითად მეთანს.

 


„ჩვენი ინიციატივის მთავარი შეკითხვა გახლდათ ის, იყვნენ თუ არა პოტენციურად სიცოცხლის მატარებელი პლანეტები, რომლებიც ამ ვარსკლავების ორბიტაზე მოძრაობენ. ჩვენ ვიცით ახლა, რომ იქ არის სულ მცირე ერთი პლანეტა, რომელსაც დედამიწის მსგავსი მახასიათებლები გააჩნია“, - თქვა პიტ უორდენმა, „ნასას“ ყოფილმა უმაღლესმა მენეჯერმა ევროპულ სამხრეთ ობსერვატორიაში ინტერნეტის მეშვეობით გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, სადაც ახალი აღმოჩენის შესახებ გამოაცხდა.

 


სამეცნიერო კვლევის თანახმად, პლანეტა, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 4.2 სინათლის წელიწადით არის დაცილებული, ანდა 40 ტრილიონი კილომეტრით, 3 500 პლანეტიდან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა, რომელიც 1995 წლის შემდეგ მზის სისტემის მიღმა აღმოაჩინეს.

 


„პლანეტის ეს სისტემა გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რომელიც ჩვენ ვიცით. ამგვარად, დეტალური ძიება უფრო ადვილია“, - განუცხადა რეპორტიორებს გერმანიის გოტინგენის უნივერსიტეტის ასტრონომმა, ანსგარ რეინერსმა.

 


31 მეცნიერისაგან შემდგარმა საერთაშორისო გუნდმა პლანეტა ცის სამხრეთ ნახევარსფეროს ალფას თანავარსკვლავედში პატარა, მქრქალად მბჟუტავ ვარსკვლავ „პროქსიმა ცენტავრიდან“ მომავალ სინათლეში სუსტი გადაადგილების ფრთხილი და განმეორებითი გაზომვების შემდეგ აღმოაჩინეს.

 


მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ პლანეტა ამ ვარსკვლავის გარშემო ბრუნვას მხოლოდ 11 დღე უნდება, მაშინ როცა დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას 365 დღე ანდომებს.

 


აღმოჩენა, რომლის შესახებაც ოთხშაბათს, 24 აგვისტოს გამოაცხადეს, მოელიან, რომ წააქეზებს 100-მილიონიანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აპრილში საზეიმოდ გაიხსნა და მხარდაჭერილია რუსი მილიარდერის, იური მილნერის მიერ. ეს პროექტი მინიატურული ლაზერულძრავიანი კოსმოსური ხომლადის განვითარებას ითვალისწინებს, რომელსაც შეეძლება გამგზავრება ალფა ცენტავრის სისტემაში, დაახლოებით 20 წელიწადში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი