გიორგი კვირიკაშვილი „სტარტაპ საქართველოს“ ფინალისტებს: თქვენი გამარჯვებით დღეს საქართველო არის გამარჯვებული, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დასაყრდენი
26-08-2016, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენი გამარჯვებით დღეს საქართველო არის გამარჯვებული, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დასაყრდენი“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „სტარტაპ საქართველოს” ფინალისტებს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს 51 ფინალისტი ჰყავს. მაღალტექნოლოგიური კომპონენტის დახურვის ღონისძიებას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და ფინალისტებს გამარჯვება მიულოცა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ჰყავს „სტარტაპ საქართველოს“ ფინალისტები. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა წაახალისებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, წამოიწყონ თავიანი საქმე.

 

 

„ეს არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა, ინოვაციურად მოაზროვნე საქმიან ადამიანებს ეძლევათ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება სრულიად ახალი მეთოდოლოგიით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ იდეის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდის ანთებულ თვალებს ვხედავ. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღეს აქ ყოფნა, ფინალისტობა. ეს პროგრამა, რომელიც გახლავთ მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი ნაწილი, არის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს პროგრამა ახალისებს სამეწარმეო სულისკვეთებას, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და შეცვალონ მთელი თაობის აზროვნება. დღეს შესაძლებელია კარგ იდეაზე დაყრდნობით ინოვაციური იდეის მოფიქრება და ბიზნესის წამოწყება საქართველოში, არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ „სტარტაპ საქართველოს“ მეშვეობით“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ფინალისტებს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნებათ. მანვე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პროგრამის შემუშავებასა და მის განხორციელებაში.

 

 

„დღეს გვყავს 51 ფინალისტი, აქედან საბოლოოდ შეირჩევა 20, მაგრამ ყველანი უკვე არიან გამარჯვებულები, იმიტომ რომ მათ ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საპარტნიორო ფონდს პროგრამის ბრწყინვალედ განხორციელებისთვის, ასევე საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებმაც ეს პროგრამა გახადეს შესაძლებელი. საერთაშორისო ექსპერტებმა შეადარეს ჩვენს ქვეყანაში სტარტაპების დინამიკა ევროპული ქვეყნებისას და მათი მოსაზრებით, საქართველოში საკმაოდ მაღალი დინამიკაა, რაც ძალიან გვახარებს. ფინალისტებს შორის იმყოფებიან დედა-შვილი, ბაბუა და შვილიშვილი. ასევე, ფინალისტების იდეების სპექტრი არის ძალიან ფართო“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მთავრიბის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში უკვე 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. 150-მდე განაცხადიდან 51 საუკეთესო, „სილიკონის ველის“ საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. 51 ფინალისტიდან დღეს გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომელთაგან თითოეული 100 000 ლარით დაფინანსდება. სლოვაკეთის ელჩმა, რუდოლფ მიხალკამ 5 გამარჯვებულს სლოვაკეთში ერთკვირიანი სტაჟირების სერთიფიკატები გადასცა. ფინალისტებს „სტარტაპ საქართველოს” სიმბოლო გადაეცათ, რომელიც ტექნოპარკში დამზადდა.

 

 

მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი „სტარტაპის“ დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი