გერმანიის ვიცე კანცლერი: Brexit-მა შესაძლოა დაასრულოს ევროკავშირის არსებობა
29-08-2016, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ვიცე კანცლერმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მომავალი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თუკი დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესს თავს ცუდად გაართმევენ.

 


ზიგმარ გაბრიელმა თქვა, რომ ევროკავშირი "ჩაძირვის გზაზე წავა", თუ სხვა ქვეყნები ბრიტანეთის გზას დაადგებიან.

 


ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტერეზა მეიმ ოთხშაბათისთვის მინისტრები გამოიძახა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხების განსახილველად.

 


"დაუნინგ სთრითმა" განაცხადა, რომ "ბრექსიტი" პრემიერ მინისტრის დღის წესრიგის "ყველაზე მთავარი" საკითხია, მაგრამ "სანდეი თაიმსის" ცნობით, მეის კაბინეტი დაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დატოვოს უნდა თუ არა დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის ერთიანი ბაზარი.

 


გაბრიელმა, რომელიც ასევე გერმანიის მმართველი კოალიციის ეკონომიკის მინისტრი და კანცლერ ანგელა მერკელის მოადგილეა, პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ "ბრექსიტის" შედეგად მსოფლიო ახლა ევროპას უყურებს როგორც არასტაბილურ კონტინენტს.

 


"ბრექსიტი" ცუდია, მაგრამ ის ეკონომიკურად იმდენად არ გვავნებს, როგორც ამას ზოგიერთი შიშობს – ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა და ეს უზარმაზარი პრობლემაა პოლიტიკური კუთხითაც", თქვა მან და დაამატა:

 


"თუ ჩვენ "ბრექსიტს" ცუდი გზით გავუკეთებთ ორგანიზებას, მაშინ ჩვენ ღრმა განსაცდელში აღმოვჩნდებით, ამგვარად, ჩვენ ახლა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არ მივცეთ ბრიტანეთს იმის ნება, რომ შეინარჩუნოს მშვენიერი რაღაცები, ასე ვთქვათ ევროპასთან მიმართებაში, მაშინ როცა პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე".

 

 

ანგელა მერკელი გასული კვირის განმავლობაში ევროპის არაერთი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა იმისათვის, რომ მომზადდეს საფუძვლები სექტემბრის სამიტისთვის, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროკავშირის მომავალზე პოსტ–ბრექსიტის შემდგომ.

 


მან დარჩენილ წევრებს განუცხადა, რომ სახელმწიფოებმა ერთმანეთს სიფრთხილით უნდა მოუსმინონ და თავიდან აიცილონ გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი