ალეკო ელისაშვილი: კობახიძე მეუბნება - შენ რა გაგიკეთებიაო, მაშინ როცა პისტოლეტი მქონდა თავზე გადატენილი მეტეხის კლდის ნგრევას რომ ვაპროტესტებდი
29-08-2016, 09:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ირაკლი კობახიძე სანამ ბიძინა ივანიშვილმა ”ქართულ ოცნებაში” არ დასვა?!", - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის საპასუხოდ ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

 

 

ელისაშვილის თქმით, "მაგ ტიპთან მე სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. ირაკლი კობახიძე გასაგებია ჩემთვის ვინც არის. უბრალოდ, ეს ქვეყანაა ცოდო, რომ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანია ირაკლი კობახიძე".

 

 

„დღეს ერთ-ერთ ეთერში თქვა, მე საპროტესტო აქციებს ვმართავდი და ელისაშვილი საერთოდ ხმას არ იღებდაო. რაღა ველაპარაკო?! სახელი ჟღერდა - ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და მეგონა ჭკუა მოეკითხებოდა. არაფერი სალაპარაკო არ მაქვს. მე ვფიქრობ, ჩემი და კობახიძის გარდა არის მაყურებელი, რომელსაც მინდა ვკითხო - გახსოვთ კობახიძის საპროტესტო აქციები ან ეს ბიჭი გახსოვთ საერთოდ, სანამ ბიძინა ივანიშვილმა ”ქართულ ოცნებაში” არ დასვა?! იმელის შენობას რომ ანგრევდნენ, ან მირზა შაფს, ან გუდიაშვილის მოედანს, ჩუმად ვერ ვიქნებოდი და ვერ დავჯდებოდი სახლში, მიუხედავად იმისა, რომ სოდ-ში ვმჯდარვარ, თავზე პისტოლეტი ჰქონიათ მოდებული და მეუბნებოდნენ, რომ სარდაფში ჩაგათრევთ და ოქრუაშვილი როგორც ავაჭიკჭიკეთ, ისე აგაჭიკჭიკებთო. პისტოლეტი მქონდა თავზე გადატენილი მეტეხის კლდის ნგრევას რომ ვაპროტესტებდი. ასეთი კაცი, რომელიც საერთოდ არ ჩანდა და საერთოდ ხმას არ იღებდა, გამოდის და მეუბნება - შენ რა გაგიკეთებიაო და ”ნაციონალებთან” თანამშრომლობდიო, ნამუსი არ აქვს?! დედაჩემს და ჩემ ცოლს დავალაპარაკებ, როგორი ატირებული იყვნენ, როდესაც ხელებგადაგრეხილი წამიყვანეს”, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი