ა/ო „პოზიციას“ ორგანიზებით საერთაშორისო ვაჭრობისა და მენეჯმენტის შესახებ სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა
29-08-2016, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო კომპანია Georgian Roots International-ის ხელმძღვანელმა, დენი მანსურიმ სტუდენტებისთვის სემინარი თემაზე – „საერთაშორისო ვაჭრობა და მენეჯმენტი“ ჩაატარა.

 

 

სემინარს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

 

დენი მანსურიმ საერთაშორისო ვაჭრობის ძირითად პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით საქართველოს შესაძლებლობებზე ისაუბრა და მან აუდიტორიას საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო.

 

 

სემინარი ერთი საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

 

როგორც სემინარის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, მათთვის  ძალიან საინტერესო თემაზე გაიმართა დიალოგი. ახალგაზრდების თქმით, დენი მანსურიმ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს შესაძლებლობები პოზიტიურად წარმოაჩინა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციაში“ აცხადებენ, რომ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემინარები სხვადასხვა საინტერესო თემაზე მომავალშიც ჩატარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი