ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს
30-08-2016, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნული ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

 


„ჩვენ ვთანამშრომლობთ ეუთო-სთან ამ მიმართულებით 1999 წლიდან. წელს ამ არჩევნებს დააკვირდება რეკორდული რაოდენობის მონიტორი ეუთო-ს მისიის ფარგლებში. ეს მისია მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენი მიზანია წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რათა, პირველ რიგში, იყოს ჩვენი საზოგადოების ნდობა და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების ნდობა“, - განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

მისივე თქმით, ეუთო-ს გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან.

 

 

„ჩვენ განვიხილეთ დღეს არსაბული მდგომარეობა, ის მშვიდი გარემო, რომელიც დღეს არის წინასაარჩევნოდ. ასევე ყველა შესაძლებლობა, რომელიც არის პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილი, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ, როგორც მედიასივრცით, ასევე ყველა იმ ბერკეტით, რომელიც სჭირდებათ საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული განვითარების კუთხით და იქნება კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ ძალიან მაღალ დონეზე“, - განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

მინისტრის განმარტებით, ეუთო-ს მისიასთან ერთად საქართველოში მოწვეულია ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის პარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გუამი, აფრიკის გაერთიანება და ასე შემდეგ.

 

 

ჯანელიძის თქმით, მოწვეულია 80-მდე სახელმწიფო, ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი