"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ადნანი სირიაში მოკლეს
30-08-2016, 22:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მოსამსახურე და ყველაზე ცნობილი ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ადნანი სირიაში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

 

 

ახალი ამბების სააგენტო „ამაყის“ ცნობით, აბუ მუჰამედ ალ-ადნანი ალეპოს პროვინციაში გარდაიცვალა.

 

 

პენტაგონმა განაცხადა, რომ ქალაქ ალ ბაბის სიახლოვეს მისი ზუსტი დარტყმებისას ადნანი მათ სამიზნეს წარმაოდგენდა, მაგამ შედეგებს ჯერ კიდევ აფასებენ.

 


ადნანი ცნობილი იყო დასავლეთზე „მარტოხელა მგლის“ თავდასხმების მოწოდებებით.

 


„ამაყის“ ინფორმაციით, იგი „მოწამეობრივად აღესრულა მაშინ, როცა ალეპოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის მოგერიების ოპერაციას ათვალიერებდა“.

 


ქალაქ ალეპოში ბრძოლები ბოლო კვირებია რაც გაძლიერდა. ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების ალყა გაარღვიეს და სირიის და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები მებრძოლების მიერ დაკავებული ადგილების საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.

 


პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განცხადებაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების ალტერნატიული სახელი გამოიყენა და ადნანი აღწერა, როგორც „Isil -ის გარე ოპერაციების მთავარი არქიტექტორი“.

 


მან „Isil -ის მებრძოლების მოძრაობის კოორდინირება მოახდინა, პირდაპირ აქეზებდა მარტოხელა მგლის თავდასხმებს სამოქალაქო და სამხედრო პირებსა და ახლად გაწვეულ სამხედროებზე“, - განაცხადა კუკმა და დაამატა:

 


„ჩვენ თავდასხმის შედეგების შეფასებას ვახდენთ ჯერ კიდევ, მაგრამ ალ-ადნანის საბრძოლო ველიდან ჩამოცილება Isil -ზე მნიშვნელოვანი დარტყმის აღმნიშვნელი იქნება“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი