კრასნოდარში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით დაჭრილი ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა რეანიმაციული განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს
31-08-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრასნოდარში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით 23 აგვისტოს დაჭრილი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, მინდია გულუა რეანიმაციული განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს ინფორმაცია Guardian.ge–ს გულუას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა, დაჭრილი ბიზნესმენის ოჯახის ერთ–ერთ წევრზე დაყრდნობით განუცხადა. 

 


აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში მოღვაწე ქართველ მილიონერს თავდასხმისას ტყვია მუცლის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ნეკნი დაუზიანდა. ოჯახის ერთ–ერთი წევრის თქმით, გულუას მისი დაცვის წევრი გადაეფარა. ამ დროისთვის, დაცვის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

 

 

Guardian.ge–სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველ ბიზნესმენზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილე პირები დაკავებული არიან.

 

 

რუსული მედიის ცნობით, გულუაზე თავდასხმა 23 აგვისტოს ჩეკისტების პროსპექტზე, იუბილეინის მკ/რ-ში მოხდა. უცნობმა მამაკაცმა კრასნოდარელ ბიზნესმენსა და მის დაცვას ავტომატის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდგომ ჩაჯდა ავტომანქანაში, მივიდა დუმენკოს ქუჩაზე, სადაც ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს კრასნოდარში, ძერჟინსკის ქუჩაზე აფეთქდა ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელშიც მინდია გულუა იმყოფებოდა. მაშინ მან მრავლობითი ჭრილობები მიიღო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ აღმოჩნდა.

 


47 წლის გულუა კრასნოდარში ოთხი მსხვილი კომპანიის მფლობელია. იგი საქართველოში წინა წლებში პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. გულუა არის პოლიტიკური გაერთიანება "განახლებული საქართველოსთვის" დამფუძნებელი.

 

 

მას საქართველოში მედიის მიმართულებითაც ჰქონდა ინტერესები. გულუა 2011-2014 წლებში რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებას, გაზეთებსა და სააგენტოებს აფინანსებდა, მათ შორის, ახალი ამბების სააგენტო "ივერონს".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი