ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში – გისბორნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 169 კილომეტრში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცუნამის საფრთხის გამო, ტოლოგა ბეის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მიწისძვრა ახალ ზელანდიაში ადგილობრივი დროით 04:37 საათზე მოხდა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
BBC წერს, რომ ახალ ზელანდიაში 2011 წელს მომხდარი 6.3 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 185 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.