"ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკიდან ამოიღო დოლარი და სანამ ეს თანხა არ დაბრუნდება, ბალანსი ვერ აღდგება"
20-02-2015, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლარის გაუფასურების საკითხზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს დამოუკიდებელი ექსპერტი, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ "დოქტრინას" დირექტორი მიხეილ დუნდუა. იგი სამ მთავარ ფაქტორს გამოყოფს, რამაც მისი აზრით გამოიწვია ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. ექსპერტი სხვა მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთად ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას ასახელებს და ამბობს, რომ "ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკიდან ამოიღო დოლარი და სანამ ეს თანხა არ დაბრუნდება, ბალანსი ვერ აღდგება".

 


ექსპერტის აზრით, პირველი ფაქტორი დოლარის გამყარებაა საერთაშორისო მასშტაბით. "დოლარი გამყარდა ყველა ვალუტასთან მიმართებაში, ხოლო ჩვენი ვალუტა გამყარდა დოლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში, ეს არის ერთ–ერთი მთავარი და ფუნდამენტური მიზეზი, რამაც გამოიწვია ლარის გაუფასურება.

 

 

მეორე ფაქტორი ეს არის, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის კუთხით სიტუაციის შეცვლა, ჩვენ ყოელწლიურად ვიღებდით ვალს მილიარდ ნახევარს, ახლა არ ვიღებთ ამ ვალს ამ მასშტაბით და, ბუნებრივია, ვალუტის შემოდინება ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ეს კარგი ფაქტორია იმ თვალსაზრისით, რომ ვალი უფრო მეტად არ გვეზრდება, ვიდრე ეკონომიკა, ანუ არ ვხდებით ვალზე დამოკიდებულნი. ხოლო ადრე ვალი უფრო მტად იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკა, ეს არის საბერძნეთიზაციისკენ მიმავალი გზა და მე არ ვარ ასეთი ეკონომიკური ზრდის მომხრე.

 

 

მესამე ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო ამ ყველაფერს, ეს არის ეროვნული ბანკის მოქმედება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როცა იცი, რომ 2013 წელს გაქვს მსხვილი დაფარვების პერიოდი, როდესაც ჩვენ 2008 წელსვე ვიცოდით, რომ 2013–ში ვალს ვერ ავიღებდით, ამ პერიოდში ეროვნული ბანკი ადგა და შეისყიდა ძალიან დიდი რაოდენობით დოლარი. 555 მილიონი დოლარი ამოიღო ეკონომიკიდან და მიმოქცევაში გაუშვა ლარი, ეს მოხდა 2013 წლის ნოემბრამდე. გაიხსენეთ, როდის დაიწყო ლარის პირევლი გაუფასურების ტალღა, ზუსტად 2013 წლის ნოემბრის შემდეგ. შემდგომ იძულებული გახდა ეროვნული ბანკი, რომ 220 მილიონი დოლარი დაებრუნებინა ეკონომიკისთვის.
ეროვნული ბანკის ქმედება არის შეცდომა, როცა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს ამოიღებ ეკონომიკიდან, როცა მას ეს არ სჭირდება. რას ამბობდა ეროვნული ბანკი თავის ანგარიშში, როცა დოლარს ყიდულობდა? "ლარის ზედმეტად გამყარების საფრთხის თავიდან აცილება". თუ ეროვნული ბანკის ვალი არ არის ლარის კურსზე ზრუნვა, მაშინ რატომ მიუთითებს თავის ანგარიშებში სავალუტო შესყიდვის აუცილებლობას, როგორც ლარის ზედმეტად გამყარების თავიდან არიდების მეთოდს? ესე იგი, მის ინტერესში შედის ლარის კურსზე ზემოქმედება. სანამ ეკონომიკას იმ თანხას არ დაუბრუნებ, რაც გამოართვი, ბალანსი ვერ აღდგება", - მიაჩნია დამოუკიდებელ ექსპერტს მიხეილ დუნდუას, რომელთანაც ინტერვიუს "ბანკები და ფინანსები" აქვეყნებს.

 

 

 

უფრო ვრცლად იხილეთ: http://bfm.ge/index.php?newsid=8862#.VOcXr-aUfE7 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი