ფილიპინების პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქში ვიზიტისას მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაჭრილია
02-09-2016, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მშობლიურ ქალაქში ვიზიტის დროს მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციოზზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს.

 


აფეთქება ქუჩის ახლომდებარე ბაზარში, "მარკო პოლოს" სასტუმროს გარეთ მოხდა, იმ სასტუმროსთან, რომელიც პრეზიდენტის საყვარელ ადგილადაა მიჩნეული. აფეთქების დროს აღნიშნულ ქალაქში - სამხრეთში მდებარე დავაოში - იმყოფებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ თავად არ დაშავებულა.

 

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დავაოში თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „აბუ საიაფმა“ განახორციელა. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი