რომის პაპმა დედა ტერეზა წმინდანად გამოაცხადა
04-09-2016, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ცერემონიაზე დედა ტერეზა წმინდანად გამოაცხადა. წმინდა პეტრეს მოედანზე აღვლენილ მესასა და კანონიზაციას ათი ათასობით ადამიანი ესწრებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

 

 

ტრადიციული კანონიზირების პროცედურა სულ მცირე ორი სასწაულის მოხდენას საჭიროებს. რომის პაპმა აღიარა მეორე სამედიცინო სასწაული, რომელიც აწ გარდაცვლილ დედა ტერეზას სახელს უკავშირდება. საუბარია ბრაზილიელი მამაკაცის სასწაულებრივ გამოჯანმრთელებაზე, რომელიც ტვინის მრავალჯერადი სიმსივნით იყო დაავადებული. 


2003 წელს დედა ტერეზაზე მაშინდელმა პაპმა იოანე პავლე მეორემ ლოცვა-კურთხევა აღავლინა. მაშინ ამ ცერემონიას 300 000-მდე მომლოცველი ესწრებოდა. წმინდანად შერაცხვამდე ეს პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. 


2002 წელს ვატიკანმა ოფიციალურად აღიარა სასწაული, რომელიც 1998 დედა ტერეზას სიკვდილის მერე მოხდა სახელდობრ, საუბარია 1998 წელს ბენგალის ტომის ქალის, მონიკა ბესრას განკურნებაზე, რომელიც მუცლის კიბოთი იტანჯებოდა.

 


ტერეზა, რომელსაც ალბანელი მშობლები ჰყავდა, დღევანდელ მაკედონიაში, სკოპიეში დაიბადა და იგი მთელ მსოფლიოში თავის ქველმოქმედებით იყო ცნობილი. იგი 1997 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


მეტსახელად მას "უპოვართა წმინდანი" შეარქვეს. მან თავისი ცხოვრება გაჭირვებულ, უპოვარ და ავადმყოფ ადამიანებს, ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ კოლკატას (კალკუტას) ჯურღმულებში მცხოვრებთ მიუძღვნა. 1979 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი